ჟორჟე ჟეზუსი: ჩვენი თამაში იმაზე იქნება დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა მესი

ჟორჟე ჟეზუსი: ჩვენი თამაში იმაზე იქნება დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა მესი

ლისაბონის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუსი, “ბარსელონასთან” დღეს გასამართი დაპირისპირების წინ აცხადებს, რომ მისი გუნდის თამაში იმაზე იქნება დამოკიდებული, გამოვა თუ არა მოედანზე ლიონელ მესი.

“ბარსელონასთან” თამაშის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ.

თამაშის ჩვენი გეგმა დიდად არ განსხვავდება იმ გეგმისგან, რომელიც “ბარსელონასთან” ლისაბონში გამართული შეხვედრის დროს გვქონდა. ჩვენ გვაქვს გეგმა A და გეგმა B. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა მესი.

ახლის არაფრის გამოგონებას არ ვაპირებთ. ვითამაშებთ ისევე, როგორც ლისაბონში.” – ციტირებს ჟეზუსის სიტყვებს Sport.

დღევანდელ მატჩში “ბარსელონას” არანაირი სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია, “სპორტინგს” კი აუცილებლად მოგება სჭირდება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • mesi_10
    05 დეკ 2017, 16:38

    იმედია მოტივაციის არქონის გამო არ წავაგებთ.

  • lupo
    05 დეკ 2017, 11:53

    ამ მატჩში მეორე შემადგენლობას დავაყენებდი და ძირითადის ხალხს დავასვენებდი