მასკერანო: "ჩილელ გულშემატკივრებს ტერ შტეგენი უნდა უყვარდეთ"

მასკერანო: "ჩილელ გულშემატკივრებს ტერ შტეგენი უნდა უყვარდეთ"

"ბარსელონას" არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ჩილელ გულშემატკივრებს კატალონიელთა გერმანელ მეკარეზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე განაწყენების მიზეზი არ აქვთ.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში, "ბარსას" ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ კატალონიური კლუბი დატოვა და "მანჩესტერ სიტის" მიაშურა. არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის ერთ-ერთ მიზეზი ტერ შტეგენთან არცთუ კარგი ურთიერთობა იყო.

"შესანიშნავად მესმის, რატომ არ უყვართ ჩილეში ტერ შტეგენი. თუმცა, გულშემატკივრები მას რომ იცნობდნენ, გაიგებდნენ, რომ ის კარგი ბიჭია. ჩილელ გულშემატკივრებს ტერ შტეგენი უნდა უყვარდეთ.

ბრავო, თავის მხრივ, შესანიშნავი ადამიანია, რომელიც შრომისმოყვარეობით გამოირჩევა." - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    misho-gogsi
    სტუმარი [?]
    #2 26 დეკემბერი 2016 17:10
    0
    ყოველთვის შტეგოს ფანი ვიყავი და ვიქნები
    E 55
    სტუმარი [?]
    #1 26 დეკემბერი 2016 16:52
    0
    შტეგენთან ცუდი ურთიერთობის გამო კი არა არ უნდოდა სკამზე დამჯდარიყო ეს ამ სეზონში თუ არა იქით სეზონში მაინც მოხდებოდა და ძალიანაც კარგია რო წავიდა სიტის თამაშებს ვინც უყურებს ეცოდინება წელს რეებსაც აკეთებს..