workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები, რომლებსაც “ბარსელონასა” და “ოლიმპიაკოსში” უთამაშიათ

ფეხბურთელები, რომლებსაც “ბარსელონასა” და “ოლიმპიაკოსში” უთამაშიათ

როგორც იცით, ხვალ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში “ბარსელონა” “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდება. “ბარსას” ოფიციალურმა საიტმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში აქვთ ნათამაშები.

ჯოვანი სილვა

ჯოვანი სილვა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მან “ბარსაში” 3 სეზონი გაატარა (1996-99), ამის შემდეგ კი “ოლიმპიაკოსში” გადავიდა, სადაც 2005 წლამდე თამაშობდა.

ხავიერ სავიოლა

სავიოლა “ბარსელონაში” 2001-დან 2007 წლამდე გამოდიოდა და გუნდის შემადგენლობაში 72 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 2 სეზონი მან იჯარის წესით სხვა გუნდებში გაატარა. რაც შეეხება “ოლიმპიაკოსს”, ის აქ 2013-14 წლების სეზონში თამაშობდა. სავიოლას მოგებული აქვს ოლიმპიური ოქრო არგენტინის ნაკრებთან ერთად.

ხავიტო

ხავიტო “ბარსელონას” აღზრდილია და ძირითად გუნდში ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. საინტერესოა, რომ ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესის დებიუტს დაემთხვა. 2011-12 წლების სეზონში კი ხავიტო ბერძნული კლუბის წევრი იყო, სადაც სულ რაღაც 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის ამჟამად 34 წლისაა, პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს ისევ აგრძელებს და “კორიას” წევრია.

ალბერტო ბოტია

ალბერტო ბოტიაც ლა მასიას აღზრდილია და “ბარსას” შემადგენლობაში მასაც ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, ხავიტოსგან განსხვავებით მისი კარიერა ოდნავ უკეთესად აეწყო. 2014 წლიდან მოყოლებული ბოტია “ოლიმპიაკოსში” თამაშობს და გუნდის კაპიტანია.

იაია ტურე

იაია ტურე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც “ოლიმპიაკოსში” “ბარსელონაში” გადმოსვლამდე თამაშობდა. “ბარსას” რიგებში ის 2007-10 წლებში გამოდიოდა, ამის შემდეგ კი “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია.

იბრაჰიმ აფელაი

ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, კატალონიური გუნდის წევრი 2011-დან 2015 წლამდე იყო, ბოლო სეზონი კი იჯარის წესით სწორედ ბერძნულ კლუბში გაატარა.

ერიკ აბიდალი

აბიდალი ბოლო წლებში უდავოდ “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. მან გუნდში 6 წელი გაატარა, აქ ყოფნისას მოუხდა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემასთან გამკლავება, “ბარსადან” წასვლიდან 1 წლის შემდეგ კი, 2014 წელს, ფრანგმა მცველმა კარიერა სწორედ პირეუსის “ოლიმპიაკოსში” დაასრულა.

რივალდო

ბარსელონას ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი – რივალდო, რომელსაც “ბარსელონასთან” ერთად 5 სეზონში (1997-2002) 150 გოლი აქვს გატანილი, “ოლიმპიაკოსში” 2004-დან 2007 წლებში თამაშობდა. საბერძნეთში გატარებული 4 წლის შემდეგ (კიდევ ერთი სეზონი “აეკ”-ში) ბრაზილიელი ევროპული ფეხბურთიდან წავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • davidus2020
    schedule 30 ოქტ 2017, 23:16
    #3

    სავიოლაზე რამხელა იმედებს ამყარებდენ, ნახევარიც კი ვერ გაამართლა,ისე სავიოლა კიარა მარადონამ ვერ ივარგა ბარსაში

  • Johan Cruyff 14
    schedule 30 ოქტ 2017, 22:03
    #2

    კარგია ყოჩაღ ადმინ

  • BARCAMAN10
    schedule 30 ოქტ 2017, 22:02
    #1

    ხავიტო როგორ შემეცოდა