კრუიფი, სპორტის წინაშე დამსახურების გამო, ოქროს მედლით დაჯილდოვდა

კრუიფი, სპორტის წინაშე დამსახურების გამო, ოქროს მედლით დაჯილდოვდა

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამორჩეულ მოთამაშესა და მწვრთნელს, იოჰან კრუიფს, გარდაცვალების შემდეგ, სპორტის წინაშე დამსახურების გამო, ოქროს მედალი გადაეცა. ჰოლანდიელის ოფიციალური Twitter-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქალაქ ბარსელონას ხელმძღვანელობამ მიიღო.

კრუიფი "ბარსელონაში" 1973-1978 წლებში თამაშობდა, ხოლო 1988-1996 წლებში კატალონიურ კლუბს წვრთნიდა. "ბარსელონა" დღემდე ჰოლანდიელი ლეგენდის მიერ შექმნილი სისტემით ხელმძღვანელობს და წარმატებებსაც აღწევს.

კრუიფი მიმდინარე წლის 24 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    cinto99
    სტუმარი [?]
    #2 11 ნოემბერი 2016 16:09
    0
    ეეჰ კრუიფი როგორ მინდოდა არადა მწვრთნელად :'(
    Culé [?]
    #1 11 ნოემბერი 2016 16:05
    0
    უდიდესი ლეგენდააა