მე არც ისე ცოტა სტატია მაქვს დაწერილი სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ასეთ რამეზე არასდროს დამიწერია. დღეს მინდა ცოტა გაგამხიარულოთ და გაგახსენოთ ბავშვობა.
როდესაც პატარები ვიყავით ყველა რაღაცაზე ვოცნებობდით. ვფიქრობდით რა იქნებოდა 10 წლის შემდეგ; რას გავაკეთებდით როცა გავიზრდებოდით. ასევე იყვნენ ფეხბურთელებიც. ხოდა ამ სტატიაში მინდა გაჩვენოთ როგორები იყვნენ ისინი პატარობაში და რაზე ოცნებობდნენ დაახლოებით 6 წლის ასაკში. მაშ ასე, დავიწყოთ (ვისაც არ უნახავს პირველი ნაწილი შეუძლია ნახოს აქ, მეორე–აქ)
სტივენ ჯერარდი
სტივენ ჯი ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ამ სურათზე იგი წინასწარმეტყველისავით გამოიყურება. შეიძლება უკვე მაშინ ხვდებოდა, თუ რა ელოდა “ლივერპულს” ამ სეზონში/
გაბრიელ ბატისტუტა
პატარა გაბრიელი ოპერის დიდი მოყვარული იყო. იგი ყოველთვის ელეგანტურად იცვამდა და თმებიც ლამაზად ჰქონდა დაყენებული. ბატისტუტა თავის თავს მომავალში ხედავდა როგორც ოპერის მომღერალს. შემდეგ მან თმები გაიზარდა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა (ყველაფერში ოპერა იგულისხმება, თორემ იმაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ ფეხბურთში ერთ–ერთი საუკეთესო იყო).
ჯან ლუიჯი ბუფონი
ამ სურათზე ჯიჯი სადღაც ასვლას ცდილობს. ალბათ მას სურდა, რომ მთამსვლელი გამოსულიყო. როგორც ხედავთ მან ალპების დალაშქვრა ვერ მოახერხა, მაგრამ ფეხბურთში რომ თავისი წაუშლელი კვალი დატოვა ამაზე საუბარიც აღარ ღირს.
პაველ ნედვედი
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პაველი ადრეული ასაკიდანვე სიამოვნებით სვამდა სპირტიან სასმელებს. ამის შემყურე მშობლებმა იგი ფეხბურთის სკოლაში მიიყვანეს. ამან გაამართლა. ნედვედი ბრწყინვალე ფეხბურთელი გამოვიდა და რა თქმა უნდა სასმელსაც დაანება თავი… ეჰჰ, მსოფლიომ თავის დროზე მისი სახით ერთი “შესანიშნავი” ლოთი დაკარგა.
პოლ გასკოინი
როგორც ამ ფოტოზე ჩანს, პოლი პატარობაში ძალიან კეთილი და თბილი ბავშვი იყო… მაგრამ ვინ რა იცოდა მომავალში იგი როგორი გახდებოდა?!
ანტონიო კასანო
ცნობილ და ლეგენდარულ ბაჯოს ამ სურათზე ყველა ხედავს. მაგრამ შენიშნეთ პატარა ბიჭი, რომელიც მის გვერდით დგას? დიახ, ეს სულ ახლახანს გამხდარი “მილანის” ნახევარმცველი ანტონიო კასანოა.
მიროსლავ კლოზე
აი გერმანიის ნაკრების მომავალი ბომბარდირიც. მასაც, ისევე როგორც რონალდოს სურდა ვეტერინარი გამოსულიყო. ამ სურათზე კი როგორც ვხედავთ სპილოების შესახებ კითხულობს.
რუუდ ვან ნისტელროი
აი პატარა ნისტელროის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. იგი ა შორდებოდა ბურთს. მშობლების ათასი მცდელობის მიუხედავად ამ სათამაშო ნივთს ხელიდან არ აგდებდა. საბოლოოდ ამან ხეირი გამოიღო და მისგან მართლაც შესანიშნავი თავდამსხმელი დადგა.
როი კინი
როგორი საყვარელი და ლამაზი ბავშვები არიან ბრიტანელები, თუმცა როგორ ხულიგნებად იქცევიან როცა წამოიზრდებიან ხოლმე. აი, ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითი: “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა როი კინი.
ანდრეი შევჩენკო
უკრაინელი ლეგენდის საყვარელი დღესასწაული ახალი წელი იყო. განსაკუთრებით მას უყვარდა თოვლის პაპისთვის ლექსების მოყოლა. ალბათ სწორედ ამიტომ არ გამოუვიდა მას ინგლისში თავის გამოჩენა; იქ ხომ 31–შიც ფეხბურთს თამაშობენ, სულ არ ანაღვლებთ ახალი წელი.
თეო ვოლკოტი
როგორც თავად ხედავთ თეო პატარაობაში ძალიან ჰგავდა გოგონას. შეიძლება იგი სწორედ ამიტომ გაყვა ფეხბურთს, რათა დაემტკიცებინა მისი ვაჟკაცობა. ამას ჯერჯერობით ნამდვილად აკეთებს.
დასასრული