“ბარსელონას” ხელმძღვანელობა აპირებს, რომ ესპანეთსა და კატალონიას შორის პოლიტიკურ კონფლიქტში შუამავალი გახდეს, იტყობინება Marca.
კატალონიური კლუბი გეგმავს შეუერთდეს ინიციატივას, რომელიც ბარსელონას ადვოკატთა კოლეგიუმმა წამოიწყო. კოლეგიუმი სთავაზობს კომისიის შექმნას, რომელიც შუამავლის როლს შეასრულებდა ესპანეთისა და კატალონიის მმართველობას შორის.
კატალონიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა 90%-მა ავტონომიის ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. რამდენიმე საარჩევნო უბანზე, პოლიციასა და ამომრჩევლებს შორის შეტაკება მოხდა.