ინტერვიუ ჟოან ლაპორტასთან პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე

ინტერვიუ ჟოან ლაპორტასთან პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე

გუშინ ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტი მეორედ გახდა. 

გასული ერთი წელი ჟოან ლაპორტამ Barca TV+-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში შეაფასა:

– სწრაფად გაიარა ამ ერთმა წელმა? 

ამ წლის განმავლობაშიც ბევრი რამ გაკეთდა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს 12 თვე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო იყო. მაგრამ ყველაფერია ასე სწრაფად არ მომხდარა. ის ძალიან ინტენსიურად და სტრესულად გავატარე. ეს იყო შფოთვითა და იმის სურვილით სავსე წელიწადი, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს.

– პირველი ვადით პრეზიდენტობისგან განსხვავებულია?

დიახ. ძალიან განსხვავებული, რადგან როდესაც რაღაცის კეთების გამოცდილება გაქვს, უფრო მომთხოვნი ხდები და გინდა, ყველაფერი, რაც შეიძლება, მალე შესრულდეს. ყველაფერს თავისი მომწიფების დრო აქვს.

– რა დარჩა ამ ერთი წლისგან?

ის, რაც ჩავიმ გააკეთა – შეცვალა გუნდისა და ფეხბურთელების მენტალიტეტი საფეხბურთო დონეზე ჩვენი იდენტობა დააბრუნა. ჩვენ იმასაც მივაღწიეთ, რომ კატალონიელებს იმედი კვლავ ჩავუსახეთ.

 – 16 ტიტული (10 წინა, 6 კი მიმდინარე სეზონში. იგულისხმება სხვა სპორტის სახეობებიც) – არის თუ არა ეს განსაკუთრებული? 

ჩვენ მეტის მიღწევა გვსურს. გამარჯვება დიდებულია, აქ იმისთვის ვართ, რომ გუნდმა მოგება გააგრძელოს და გულშემატკივრებს სიხარული დაუბრუნდეთ, მაგრამ ჩვენ მეტი გვსურს. 

კალათბურთის გუნდი იმ ტიტულებს დაესაკუთრა, რომლებიც გვსურდა, მაგრამ მაინც მეტს ვითხოვთ. ხელბურთში ყველაფერი მოვიგეთ. ასევე შესანიშნავად იასპარეზა გოგონების გუნდმა – მათ მხოლოდ იმას მოვთხოვთ, რომ ასეთი წარმატებით თამაში გააგრძელონ.

მამაკაცთა საფეხბურთო გუნდისგან მეტი გვინდა. ესპანეთის თასის მოგება შესანიშნავი იყო – რთულ სეზონში, რომელიც არც თუ ისე კარგი გამოდგა, მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება მოვახერხეთ. 

ფუტსალში პროგრესი გვაქვს – გასული სეზონი კარგი არ გამოდგა. იგივე ითქმის ჰოკეიზეც. 

მე მხიბლავს ის მენტალიტეტი, რომელიც ჩავიმ ფეხბურთელებს მისცა. ეს იმედს აღგვავსებს, რადგან ვხედავთ, რომ გუნდს მომავალი აქვს და უახლოეს მომავალში ევროპა ლიგის მოგებაც შეგვიძლია. ეს რთულია, მაგრამ ვიბრძვით.

– რატომ შეიქმნა ახალი სპორტული სტრუქტურა?

ჩვენ მოედანზეც და ოფისებშიც დამტკიცებული გამოცდილებისა და ნიჭის მქონე ხალხის ყოლა გვინდოდა. მატეუ ალემანი ჭკვიანია და მოლაპარაკების კარგი უნარი აქვს. ჟორდი კრუიფს ტექნიკური მდივნის პროფილი აქვს – ის უფრო ფეხბურთზეა ორიენტირებული. ამ ორისა და ჩავის კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დადებითი რამაა, რაც კმაყოფილებით აღმავსებს, რადგან მათ რეგულაციებისა და მცირე რესურსების პირობებში დიდებული ოპერაციების ჩატარება მოახერხეს, რაც ჩავის ცვლილებებში დაეხმარა.

 – ალემანისა და კრუიფისგან ახალი პროექტი დაიწყო.

დიახ, და ეს ადვილი არ ყოფილა, რადგან გუნდში ბევრი თანამშრომელი იყო, ისინი კი კრიტერიუმებსა და რაციონალურობას ერგებიან. ისინი ამცირებენ სახელფასო ხარჯებს, რაც მნიშვნელოვანია და ზუსტად იმ დონეს მიაღწიეს, რაც გვსურდა. თქვენი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

 – მესის გაშვება.

ეს ყველაზე სევდიანი გადაწყვეტილებაა. მის მიღებას არასდროს ვისურვებდი, თუმცა არც ვწუხვარ. ჩვენ კლუბი ყველაზე, თუნდაც საუკეთესო ფეხბურთელზე, მაღლა უნდა დაგვეყენებინა და ასეც მოვიქეცით. სიტუაცია ისეთი იყო, როგორიც იყო. ჩვენ რეალობას შევეჯახეთ. ჩანდა, რომ შემდეგ აღარაფერი იქნებოდა, მაგრამ “ბარსას” ისტორია გრძელდება და შრომისმოყვარეობისა და კარგად გათვლილი გადაწყვეტილებების წყალობით, წარმატების გზაზე დაბრუნება შევძელით.

– რატომ დატოვეთ კუმანი პოსტზე, შემდეგ კი დაგვიანებით გაათავისუფლეთ?

სეზონის დასრულების შემდეგ ეჭვები უკვე მქონდა და ეს მწვრთნელს ვაცნობე. მას დარჩენა სურდა, ჩვენ კი სპეციფიკურ სპორტულ და ეკონომიკურ სიტუაციაში ვიყავი, ამიტომ, მისი ფიგურის პატივისცემის გამო, რონალდს შანსი მივეცით. მაგრამ დრო იმას განახებს, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდი… ჩვენ ვცადეთ, მაგრამ საქმეები კარგად არ მიდიოდა და მორიგი რთული გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. მე ადამიანებს პატივს ვცემ, მაგრამ პრიორიტეტს კლუბის ინტერესებს ვანიჭებ.

– კუმანის ბოლო განცხადებებმა გული დაგწყვიტათ?

1992 წელს “უემბლიზე” ვიყავი (ჩემპიონთა თასის ფინალი, რომელიც “ბარსამ” “სამპდორიას” მოუგო) და 111′ წუთზე კუმანის მიერ გატანილ გოლი არასდროს დამავიწყდება. მას შეუძლია, ის თქვას, რაც სურს და მე ამას პატივს ვცემ, მაგრამ მე ის ყოველთვის მემახსოვრება “უემბლიზე” გატანილი გოლის ავტორად და მწვრთნელად, რომელსაც პირველ გუნდში ახალგაზრდების დაწინაურების გამბედაობა ეყო. კუმანს განცხადებების გაკეთება გარემოებებმა აიძულეს, თუმცა ამას სიმამაცე სჭირდება. თუ მას გული ეტკინა, ვიმედოვნებ, რომ გადაუვლის.

– ჩავის მოსვლა 

მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩავი “ბარსელონას” მწვრთნელი გახდებოდა. ის არის მწვრთნელი, რომელსაც კლუბი უყვარს და გადაწყვეტილებებს პატივს სცემს. ჩავი ფეხბურთითაა შეპყრობილი, რისი წყალობითაც ყველაფერს განიცდის, რაც “ბარსას” ეხება. ის გუნდში დიდხანს დარჩება და ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს.

– საუკეთესო მომენტი ჩავისთან ერთად. ახლანდელი “ბარსა” სიამოვნებას განიჭებთ?

მთავარი დამსახურება მენტალიტეტის შეცვლაა. ჩვენ უკეთ ვთამაშობთ, მეტ შანსს ვქმნით და მეტ გოლს ვიტანთ. ჩავი იმ სისტემით თამაშობს, რამაც მსოფლიო ფეხბურთში გაგვითქვა სახელი. ჩვენ უმაღლეს დონეზე არ ვიმყოფებით, მაგრამ მის ამაღლებაზე ვმუშაობთ. ამასთან, გვინდა, რომ თამაშის ყურებით სიამოვნება მივიღოთ.

– კლუბი ფსონს ახალგაზრდებზე დებს, ეს პრიორიტეტია?

დიახ, ისინი არიან მოთამაშეები, რომელთაც აწმყო და მომავალი გააჩნიათ. ამბიცია ისეთი გუნდის შექმნაა, რომელიც დიდხანს იარსებებს, კარგად ითამაშებს და ბევრ ტიტულს მოიგებს. 

– გავისა და არაუხოს კონტრაქტებზე მუშაობთ?

ამ შემთხვევაში, ფეხბურთელმა ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს. მე მადლიერი ვარ იმ მოთამაშეების, რომლებმაც კონტრაქტები გაახანგრძლივეს, რადგან გასათვალისწინებელი სპორტული და ეკონომიკური საკითხებია. თუ ფეხბურთელს დარჩენა სურს, ის დარჩება. მან იცის, რომ კარგი კარიერა ექნება და სათანადო კონტრაქტითაც დააფასებენ. ვიმედოვნებ, შეთანხმებებს მივაღწევთ, მაგრამ ყველაზე წინ “ბარსა” დგას.

– ალვესი, ტრაორე, ფერანი, ობამეიანგი…

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაწეული სამუშაო ძალიან კარგი იყო. ფერანი მაღალი დონისაა, ის კარგი ბიჭია. ადამა სახლში ბრუნდება, ის განსხვავებული მოთამაშეა – ძლიერი და სწრაფია და ჩვენს სისტემას კარგად იცნობს. ობამეიანგი შესანიშნავია, მას თავისი მიზანი აქვს. ხოლო ალვესის ყოლა… კაცი რომელიც გუნდს, გასახდელს კრავს… ვიმედოვნებ, ის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. დანი თავისი ტექნიკით ძალიან გვეხმარება. მისით კმაყოფილები ვართ.

– დარჩებიან ტრაორე და ალვესი?

მათი დარჩენის ვარიანტი არსებობს. ალვესის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია, ადამას შენარჩუნებაც განხორციელებადია, თუმცა არსებობს ეკონომიკური კუთხე. შევხედავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. სიტუაციის შესაცვლელად სამი ბერკეტი არსებობს.

– ევროპა ლიგის მოგების სურვილით აღტაცებული ხართ?

დიახ, რადგან ჩვენ ის არ გვაქვს. ვიმედოვნებ, გამარჯვებას მოვახერხებთ, თუმცა ტურნირზე ბევრი ძლიერი გუნდია. “გალათასარაისთან” თამაში მარტივი არ იქნება. 

 – ჰოლანდის დამატება შესაძლებელი იქნება?

ვერაფერს ვიტყვი, რადგან ფასი მუდმივად იმატებს. ჩვენ ყველა ხაზის გაძლიერებას ვგეგმავთ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ უახლოეს თვეებში. მიმაჩნია, რომ მათი მიღება სავალდებულოა, რათა ეკონომიკური საკითხებში დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.

 – რამდენ ტრანსფერს ველოდოთ?

შაბლონი დაბალანსებული უნდა იყოს. თუ მოთამაშეებს დავიმატებთ, ზოგს წასვლაც მოუწევს. თუმცა ახლანდელი შემადგენლობით კმაყოფილები ვართ, ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდია.

– “ელ კლასიკოზე” რას იტყვით?

ჩვენ მას მოუთმენლად ველით. ორივე გუნდი კარგად გამოიყურება და თუ მოგებებს გავაგრძელებთ, შანსი გვექნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული – თუ ლა ლიგის მოგება გვსურს, “ბერნაბეუზე” უნდა გავიმარჯვოთ.

– როგორია კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა?

ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება. ის სპორტულ ნაწილთან შედარებით, ნელა იზრდება, თუმცა ახლა უკეთესი სიტუაციაა. ფინანსური ინსტიტუტები გვენდობიან. სესხები ავიღეთ, მაგრამ მეტი შემოსავალი გვჭირდება. ამასთან, ვალი უნდა შევამციროთ, რაზეც ვმუშაობთ. ვმუშაობთ ასევე CVC-ისა და მსგავს პროექტებზე. 

– სახელფასო ხარჯების შემცირებით კმაყოფილი ხართ?

დიახ, რადგან დიდი ძალისხმევა გავიღეთ. მაგრამ პირველ რიგში, შემოსავალზე უნდა ვიფიქროთ და ის მაქსიმალურად გავზარდოთ.

– Spotify.

პროცესი სწორ გზაზეა, თუმცა ჯერ ხელმოწერილი არაა. უნდა მოვიცადოთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა არაფერი დასრულებულა.

– რა გავლენას მოახდენს ეს შეთანხმება?

სტადიონი, პირველი გუნდი, სავარჯიშო მაისურები…

– გაიტანთ მას ასამბლეაზე?

დიახ. “ბარსას” დაკავშირება მუსიკასთან სასიამოვნო იქნება.

– სუპერ ლიგა.

ამჟამად სამართლებრივი ქმედებები ხორციელდება, რათა ტურნირი სიცოცხლისუნარიანი და კანონიერი იყოს. სასამართლო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა მისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ სახელმწიფო კლუბების წინააღმდეგ ვიბრძვით, რადგან ისინი რეგულაციებს არ ემორჩილებიან. ევროპაში სამართლიანი თამაშის წესებს არ იცავენ და ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ. 

სუპერ ლიგა გთავაზობთ კონტროლის სტანდარტებს, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ამ საქმეში უეფა მტკიცე არ ყოფილა. გვინდა, ამ სიტუაციას ვებრძოლოთ და უეფას მენტალიტეტი შევცვალოთ. ჩვენ თანაბარი კონკურენციის პირობებში თამაში გვსურს.

– რევერტერის გადადგომა.

ის სახლიდან შორს იყო და ოჯახთან ერთად ყოფნა არჩია. ეს “ბარსაა”. ზოგი დიდხანს ძლებს, ზოგი -.ნაკლებს. მე კარგი მოგონებები მაქვს.

– ეს სტრატეგიულ გეგმაზე გავლენას მოახდენს?

არა. ჩვენი სურვილი დასახული მიზნების მიღწევაა. 

– მოდელის შეცვლაზე გიფიქრიათ?

არა, “ბარსა” წევრებს ეკუთვნის და ეს უნდა გაგრძელდეს. ეს მოდელი ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევინარჩუნოთ. “ბარსა” მხარდამჭერებს უნდა ეკუთვნოდეს. “ბარსელონა” არ გაიყიდება. სხვა მოდელი იქ არ მოგვიყვანდა, სადაც ვართ, სახელმწიფო კლუბები ყოველთვის გვაჯობებდნენ.  

Espai Barca-ს პროექტის მტკიცედ გვჯერა. ჩვენ ბევრი კარგი იდეა გვაქვს, რომ შემოსავლის გამომუშავება გავაგრძელოთ. 

– ქალთა გუნდი ჩემპიონია, ალეშიამ ოქროს ბურთი მოიგო, “ლა მასია” გოგონებს კარს უღებს… 

ზოგჯერ, წარმატებასთან ერთად, ადამიანები იცვლებიან, მაგრამ ისინი ისეთივე ბუნებრივები არიან. 

მალე “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩი გვაქვს და ვიმედოვნებ, სტადიონი გაივსება. ჩვენ მათ ყველაფერს ვაძლევთ, რადგან ისინი ამას იმსახურებენ.

პუტელიასი გუნდს ლიდერობს, თუმცა გუნდურ და ინდივიდუალურ ჯილდოებს ყველა იგებს. 

– სხვა სახეობები.

კალათბურთში ჩვენ მოგებები უკვე დავიწყეთ. ამ გუნდს ყველაფრის მოგება შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ კელნში გასამართ ფინალურ ოთხეულში მოვხვდებით. რაც შეეხება ხელბურთს, ვხედავთ, რომ ლიგა ახლოვდება. გუნდი ძალიან კონკურენტუნარიანია. 

– Espai Barca-ს ელექტრონული რეფერენდუმი.

ჩვენ თანამედროვეობას ვუწყობთ ფეხს. თუ რეფერენდუმის ჩატარება კიდევ მოგვიწევს, მაგალითად მაისურის სპონსორობისთვის, მასაც ელექტრონულად გავაკეთებთ.

ქალაქის საკრებულოსგან დასტურს ივნისში მივიღებთ. 2025 წელს უკვე განახლებული სტადიონი უნდა გვქონდეს.

– მანამდე საშინაო მატჩებს სად ითამაშებთ?

ყველაზე ლოგიკური არჩევანი მონჟუიკის ოლიმპიური სტადიონი იქნება. 

Espai Barca მიმზიდველი პროექტი იქნება. ობიექტები ქალაქისთვის ღია იქნება. ის ბარსელონას ფიზიონომიას ოდნავ შეცვლის.

– უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე რას იტყოდით?

მე შეწუხებული ვარ იმით, რაც იქ ხდება. ყოველდღე საშინელ ამბებს ვკითხულობ. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ნატოზე, უკრაინაზე… ჩვენ წითელ ჯვართან დადებული შეთანხმებით ვცდილობთ ლტოლვილებს ბარსელონაში ჩამოსვლაში დავეხმაროთ. 

– რასიზმი და ჰომოფობია.

ჩვენ ყველას უფლებებს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგით, რადგან ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, შესაბამის ზომებსაც ვიღებთ. ვცდილობთ, საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოვხატოთ. ინკლუზიის თავი წესდებაში ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. ხვალ ქალთა დღეა და სიურპრიზებს ელოდეთ. კონკრეტულად რას? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გამორჩეულები ვიქნებით.

– დასასრულს რას იტყოდით?

ჩვენ ძალები ბოლომდე არ აღგვიდგენია, თუმცა სწორ გზაზე ვდგავართ. იმედი უნდა ვიქონიოთ. “ბარსა” ცოცხალია და ეს ყველას დამსახურებაა. ჩვენ მუშაობა მთელი სერიოზულობით უნდა გავაგრძელოთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nika 54
    08 მარ 2022, 14:47

    – მესის გაშვება.
    ეს ყველაზე სევდიანი გადაწყვეტილებაა. მის მიღებას არასდროს ვისურვებდი, თუმცა არც ვწუხვარ.

    კარგია-თუმცა არც ვწუხვარ!!! მაგარი დიპლომატია. ტყუილად მაინც თქვი ვდარდობო. მსოფლიოში ამ დონის, ჩემი აზრით ნომერ პირველ, ფეხბურთელს რო აგდებ, დიახ აგდებ თუმცა მანამდე წინა პრეზიდენტი ულაპარაკოდ არ უშვებს რა ხდება? იმ ფეხბურთელს არ ეკუთვნის დაფასება? ვინა ხარ მეორე პერესი? ატლეტიკში მუნიაინს, რომელიც ასევე 15 წლიდან თამაშობს და არც ტრამვები აკლია, კაპიტნობა და უვადო კონტრაქტი გაუფორმეს, ანუ როცა უნდა მაშინ გაწყვეტს და უნდა დარჩება კლუბში თანამდებობაზე უნდა წავა. აი ესაა დაფასება. ხელფასზე რა პრობლემა იყო რამდენიც გინდოდათ იმდენი მიგეცათ უარი ხო არ უთქვამს. თუ მაგალითი დაგიტოვა ბართომეუუმ სუარესის სახით. როგორ გაყარო ლეგენდები?
    მაგარი შეცდომა და კიდევ ქილიკი, არც ვდარდობო? მესი ზედმეტი იყო და ფერანი იყიდეთ რომელსაც 1 გოლის გასატანად 10 100%-იანი მომენტი უნდა?
    არვიცი მეგობრებო თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ეს ძალიან ცუდი განცხადებაა, და კიდევ დაბრუნებაო. მესი რო ამას წაიკითხავს ფიქრობთ დაბრუნდება? ასეთი უთავმოყვარეო გგონიათ? მეეჭვება.
    მოკლედ მე ასე ვფიქრობ. და აქ ყველას თავისი აზრი შეიძლება ქონდეს და ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მე ჩემსაზე ვრჩები.

  • Ntpg
    08 მარ 2022, 14:03

    ჰოლანდის მოყვანას ჯობია კარგი დაცვის ხაზი რომელიც მაგ ჰოლანდ და მბაპეს გააჩერებს 🙂 თავდასხმელები არ გამოილევა, აუცილებლად მოიყვანენ კარგ თავდამსხმელს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    08 მარ 2022, 12:17

    ამ ჰოლანდზე ნუ ანძ*ევს ხალხი რა, ფულის ღორია, ტრამვიანია და 300 მილიონი ჯდება, კარგით რა,მაგაზე კარგი ფორვარდებიც არსებობს ❤️ ლაპომ ჯობია ფინანსები სხვა რამეში გამოიყენოს

  • EL MAESTRO 6
    08 მარ 2022, 11:01

    ყველაფერზე ძალიან კარგად საუბრობს, .ე ამისი იმედი თავიდანვე მქონდა

    ჰოლანდს რაც შეეხება, თუ მისი მოსვლით დაცვას ვერ გავაძლიერებთ და ხელფსსებზეც პრობლება შეგვექმნება, რაც ტალანტებს დაგვაკარგინებს, ერთი მაგისიც, სხვა ფორვარდი მოიყვანონ, მაგალითად ვირცი ან ისაკი ან ნუნიეზი

  • La Pulga10
    08 მარ 2022, 10:58

    ციტატა: Moriba
    ჰოლანდი თუ ვერა ფელიქსი გაასწორებდა იმენა მაგრად ატლეს ჩვენთვის 50მილიონიაქ მოსაცემი მაინც გრიზმანზე და რო გავუცვალოთ და 20 30 მილიონი დავუმატოთ მეცოდება ატლეში არადა 4 გოლი 2 ასისტი გააკეთა 4 თამაში ამ დაცვით ატლეში თუარადა დარვინიც ძაან მაგარიიქნებოდა


    ფელიქსი არა კვარაცხელია კიდე.

  • Moriba
    08 მარ 2022, 10:50

    ჰოლანდი თუ ვერა ფელიქსი გაასწორებდა იმენა მაგრად ატლეს ჩვენთვის 50მილიონიაქ მოსაცემი მაინც გრიზმანზე და რო გავუცვალოთ და 20 30 მილიონი დავუმატოთ მეცოდება ატლეში არადა 4 გოლი 2 ასისტი გააკეთა 4 თამაში ამ დაცვით ატლეში თუარადა დარვინიც ძაან მაგარიიქნებოდა

  • Giorgi Barca
    08 მარ 2022, 03:42

    ჰოლანდი მოიყვანე ჟოან !

  • cruyff9
    08 მარ 2022, 02:23

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ჰოლანდს ისეთი პირი უჩანს ვერდავითრევთ

    არადა ძაან მინდა triumph


    დაითრევს!

  • MSN G.O.A.T
    08 მარ 2022, 02:10

    ჰოლანდს ისეთი პირი უჩანს ვერდავითრევთ

    არადა ძაან მინდა triumph

  • serafime
    08 მარ 2022, 01:20

    Კარგად ბაზრობს ეს ჩათლახი, მიდი შენი იმედი გვაქ ტრანსფერებშიც და ისეც.