ოფიციალურად: მწვანე შუქი Espai Barca-სა და განახლებულ კამპ ნოუს

ოფიციალურად: მწვანე შუქი Espai Barca-სა და განახლებულ კამპ ნოუს

დაახლოებით ერთი საათის წინ “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფერენდუმი დასრულდა, რომლის შედეგებიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

შედეგები ასეთია: 87.8% მომხრე, 10.4% წინააღმდეგი, 1.8% უარი პასუხზე. ეს ნიშნავს იმას, რომ “ბარსელონას” კლუბის წევრებმა Espai Barca-ს მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად მაქსიმუმ მილიარდნახევარი ევროს სესხის აღებაზე დირექტორთა საბჭოს თანხმობა განუცხადეს.

Espai Barca “ბარსელონას” ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად განახლებას მოიცავს. პროექტი, რომლის განხორციელებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება, გულშემატკივრებს სხვა ბევრ სიახლესთან ერთად განახლებულ “კამპ ნოუსაც” შესთავაზებს.

ივარაუდება, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ “კამპ ნოუ” კლუბის ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიარდ ევროს შეიტანს.

დღევანდელი რეფერენდუმი იმითიცაა განსაკუთრებული, რომ ის ელექტრონულად ჩატარდა, რაც საფეხბურთო სამყაროში ახალი სიტყვაა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (12)

  • nika 54
    20 დეკ 2021, 18:07

    ამ მილიარდნახევრიდან "ატკატი" რამდენი იქნება.

    ციტატა: totti10
    კადისისნაირი გუნდები უნდა გააუქმო არც თვითონ თამაშობენ არც შენ გაცდიან თამაშს, ატლეტიკოზე უარესები არიან რა უბედურებააა 11 კაცი კარში რომ დგას, ისედაც დედა აქვს ნატირი ფეხბურთს და ესენი უფრო გაძულებენ, 38 ჯერ დაარტყა რეალმა კარისკენ აქედან 12 კარში :დ კადისმა კარისკენ 2 ჯერ :დ :დ აი აქ უკვე სრულდება იმაზე საუბარი რომ ზუსტად კადისისნაირი გუნდებ ი ღუპავენ სანახაობას და ფეხბურთს. ბარსელონა მალაგა გამახსენდა წინა წელს 12 კაცი ეყენა მგონი ბილბაოს კარში :დ :დ :დ


    ბარსელონა მალაგა გაგახსენდა და ბილბაო რა შუაშია?

    ციტატა: totti10
    კადისისნაირი გუნდები უნდა გააუქმო არც თვითონ თამაშობენ არც შენ გაცდიან თამაშს, ატლეტიკოზე უარესები არიან რა უბედურებააა 11 კაცი კარში რომ დგას, ისედაც დედა აქვს ნატირი ფეხბურთს და ესენი უფრო გაძულებენ, 38 ჯერ დაარტყა რეალმა კარისკენ აქედან 12 კარში :დ კადისმა კარისკენ 2 ჯერ :დ :დ აი აქ უკვე სრულდება იმაზე საუბარი რომ ზუსტად კადისისნაირი გუნდებ ი ღუპავენ სანახაობას და ფეხბურთს. ბარსელონა მალაგა გამახსენდა წინა წელს 12 კაცი ეყენა მგონი ბილბაოს კარში :დ :დ :დ


    კადისმა შენ რეალს ქულები წაართვა და აქ საჩივლელად მოხვედი?

  • ნოდო ბარდაველიძე
    20 დეკ 2021, 15:01

    Albicelecte,
    110

  • Albicelecte
    20 დეკ 2021, 14:59

    რამდენი იქნება ტევადობა 110 თუ მეტი?!

  • Davita
    20 დეკ 2021, 11:34

    ზუსტად ამის დრო იყო ამ გაჭირვების ჟამს, ეს პროექტი მხოლოდ ლაპორტას ჯიბის გაახლებას უკავშირდება.

  • kanja
    20 დეკ 2021, 10:29

    ერთი კადისის და მეორე რეალის კიდევ…

  • me da barca
    20 დეკ 2021, 09:27

    ციტატა: totti10
    კადისისნაირი გუნდები უნდა გააუქმო არც თვითონ თამაშობენ არც შენ გაცდიან თამაშს, ატლეტიკოზე უარესები არიან რა უბედურებააა 11 კაცი კარში რომ დგას, ისედაც დედა აქვს ნატირი ფეხბურთს და ესენი უფრო გაძულებენ, 38 ჯერ დაარტყა რეალმა კარისკენ აქედან 12 კარში :დ კადისმა კარისკენ 2 ჯერ :დ :დ აი აქ უკვე სრულდება იმაზე საუბარი რომ ზუსტად კადისისნაირი გუნდებ ი ღუპავენ სანახაობას და ფეხბურთს. ბარსელონა მალაგა გამახსენდა წინა წელს 12 კაცი ეყენა მგონი ბილბაოს კარში :დ :დ :დ


    შენ საყვარელ გუნდს დააკარგვინეს 2 ქულა? smile ნუ გეშინია მაინც მოიგებს ლა ლიგას. ისე მაგაში გეთანხმები, რომ ავტობუსა გუნდები მეც მეზიზღება.

  • Albicelecte
    20 დეკ 2021, 02:36

    მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე დიდ სტადიონად იქცეს ევროპაში და ბერნაბეუზე უფრო სერიოზული ნაგებობაც გამოვიდეს;
    გულზე გასკდება პერესი, ტებასი, რუბიალესი და სრულიად მადრიდი

  • Shamati_
    20 დეკ 2021, 01:51

    მილიარდნახევარიოო ? აი ეს მესმის ,ახლა მაინც უნდა დაიწყონ რამის კეთება

  • NEYBarca
    20 დეკ 2021, 01:43

    2-3 წელი კი უნდა ამ პროექტს და მანამდე კი დაკაცდებიან ჩვენი ბავშვები ან უკეთესები წამოვლენ ლა მასიიდან. მე რაც ვიცი ვებრი მაგარი პერსპექტიული ბავშვი თამაშობს 16 წლამდელებში და უფრო ახალგაზრდულებშიც.

  • Bakero
    20 დეკ 2021, 01:37

    ეუფ ამასობაში დიდი ამბები მომხდარა მილიარდნახევრიანი სესხი მაგარი ამბავია !

  • El pistolero 9
    20 დეკ 2021, 01:28

    იმედია ყველაფერი გამოვა და ამოვალთ ამ ჭაობიდან

  • EL MAESTRO 6
    20 დეკ 2021, 01:01

    თუ ნახევარ მილიარდს მოიტანს ეგ პროექტი წელიწადში კარგია მაგრამ რომ არ გამოვიდეს მერე სად მიდიან? მაგრამ ამხელა კრიზისიდან უნდა ამოვიდეთ და გარისკვად ღირს ალბათ