workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: თუ არ არსებობს კატალონიის ნაკრები, ერთადერთი არჩევანი ესპანეთის ნაკრებია

პიკე: თუ არ არსებობს კატალონიის ნაკრები, ერთადერთი არჩევანი ესპანეთის ნაკრებია

“ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, პრესკონფერენციაზე, მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

“აქ იმისთვის ვარ, რომ შექმნილ სიტუაციას ნათელი მოვფინო. ეს მწვრთნელმა მთხოვა. შევეცდები, გუნდს ნებისმიერ გზით დავეხმარო.

სერხიო რამოსთან კონფლიქტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

მას, ვინც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა, ესპანეთის ნაკრებში თამაში შეუძლია. თუ კატალონიის ნაკრები არ არსებობს, ესპანეთის ნაკრების გარდა სხვა ვარიანტი არ არსებობს.

მე ჩემი თავის რომელიმე პოზიციის მომხდრედ პოზიციონირება არ მომიხდენია. მე მხოლოდ ვამბობ, რომ ხალხს ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეს. თუ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, სხვის აზრს პატივი მაინც უნდა ვცეთ და დიალოგი ვაწარმოოთ.

ვემხრობი თუ არა დამოუკიდებლობას? ეს მილიონ დოლარიანი კითხვაა. საჯარო ფიგურა ვარ და ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ. რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ერთადერთი გამოსავალი დიალოგია. ამ გზით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

გავცვლიდი თუ არა ესპანეთის ნაკრებს კატალონიის დამოუკიდებლობაზე? ამაზე არ მიფიქრია. რა რეაქცია მექნება კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში? რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობ.

მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მე ჩემს პოზიციას ვიცავ, მაგრამ მესმის, რომ სხვებს სხვა აზრი აქვთ.

ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ პარასკევს კარგი თამაში ჩავატარო. ვფიქრობ, პრიორიტეტული სწორედ ესაა. ყველაზე მეტად ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებზე ზეწოლამ გამაბრაზა. სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ.

მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ მთელმა ერმა.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Givibarca
    schedule 04 ოქტ 2017, 17:55
    #1

    აუ პიკე პარსსკევს გოლი შეაგდე და დაადუმე ეწ ნაბიჭვარი მადრიდელები!!!