workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport Bild: გორეცკა ზამთარში გუნდს არ დატოვებს

Sport Bild: გორეცკა ზამთარში გუნდს არ დატოვებს

“შალკე 04”-ის ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ შეიცვლის. ამ ინფორმაციას Sport Bild ავრცელებს, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი გუნდს შეუთანხმდა, რომ მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე მას არ დატოვებს.

გორეცკას, რომელსაც ბოლო დროს არიედო ბრაიდა თვალს აქტიურად ადევნებდა, კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მომავალ სეზონში ბოლოს ის “შალკეს” რიგებში აღარ იქნება. მის მიერ ნაჩვენები შესანიშნავი თამაში, მუდმივი პროგრესი და უფასოდ დამატების შესაძლებლობა განაპირობებს იმას, რომ გორეცკას მსურველთა რაოდენობა არც ისე მცირეა და დაინტერესებულ გუნდებს შორის ისეთი გრანდებიც არიან, როგორიცაა “ბაიერნი” და “ბარსელონა”.

“შალკეს” ეშინია, რომ თუ ფეხბურთელს არ გაყიდის, მის სანაცვლოდ ერთ ევროსაც ვერ მიიღებს, თუმცა მეორე მხრივ, როგორც ჩანს, გერმანელები ამჯობინებენ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნონ, რაც მათ სასურველი მიზნის მიღწევას გაუადვილებს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფეხბურთელის ტრანსფერის შემთხვევაში “შალკე” მისი ღირებულების 40%-ს დაკარგავს.

ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსა” სიტუაციისგან გამოთიშვას არ აპირებს და ფეხბურთელით, რომლის დარწმუნებასაც უახლოეს მომავალში ბევრი გუნდი ეცდება, კვლავ დაინტერესებული რჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 04 ოქტ 2017, 23:21
    #1

    მაგარი ბიჭია და ბარსაში სიამოვნებით ვიხილავდი