სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თვეზე მეტი რჩება და ბაზარზე ჯერ კიდევ არიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდი არ ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი 31 წლის გერმანელი ნახევარმცველი ლეონ გორეცკაა, რომელსაც “ბაიერნთან” კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა.
Radio Marca-ს ეთერში მატეო მორეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბს თავისი სამსახური შესთავაზა. მას მიუნხენური კლუბის ყოფილ მწვრთნელთან, ჰანსი ფლიკთან მუშაობის შესაძლებლობა კვლავ იზიდავს. Mundo Deportivo გერმანელი ნახევარმცველის ამ განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 31 დეკემბერს იტყობინებოდა, რადგან მან ფლიკის ხელმძღვანელობით როგორც “ბაიერნში”, ისე ეროვნულ ნაკრებში უკვე ითამაშა.
“ბარსელონას” პრიორიტეტები და ნახევარდაცვის ხაზი
მიუხედავად იმისა, რომ მუხლის ტრავმის გამო ფრენკი დე იონგის გარკვეული დროით გამოკლება გუნდისთვის პრობლემას წარმოადგენს, ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონის ნახევარდაცვაში რაოდენობრივი და ხარისხობრივი არჩევანი მაინც დიდია. მეტიც, ნიდერლანდელის არყოფნა ხელს არ შეუშლის “ბარსელონას”, რომ შესაბამისი, დაახლოებით 40-მილიონიანი წინადადების შემთხვევაში, აკადემიის აღზრდილი მარკ კასადო გაყიდოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ცენტრალური ნახევარმცველის დამატება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში პრიორიტეტული არ არის.
ამჟამად, “ბარსელონა” ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაზეა ფოკუსირებული. მეორე რიგის ამოცანას კი, თუ ამის საშუალებას ფინანსური პირობები მისცემთ, ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერება წარმოადგენს.
ფლიკი და გორეცკა: წარმატებული თანამშრომლობა
2019 წლის ბოლოდან 2021 წლის ივნისამდე, სანამ ჰანსი ფლიკი ბავარიელებს ედგა სათავეში, გორეცკა მისი გეგმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. მათ ერთად სხვა არაერთ წარმატებასთან ერთად, ექვსი ტიტულის (სექსტეტი) მოგებაც შეძლეს. ფლიკის ხელმძღვანელობით გორეცკამ 64 მატჩი ჩაატარა, სადაც 15 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
საკმაოდ პროდუქტიული იყო მისი ბოლო სეზონიც “ბაიერნში” – 48 ჩატარებულ შეხვედრაში გერმანელმა აქტივში 5 გოლი და 5 საგოლე პასი ჩაიწერა.
ისედაც ბერვი ნახევარმცველია
დეიონგი დამტვრეულია,კასადო გასაყიდია. ფერმინი ამხელა ტრავმიდან დაბრუნდა. ბერნალი ჯერ შუშაა. გავიც საშუალო დონეზეა. ნახევარმცველი გვჭირდება უეჭველად. თუ უკეთესი ვარიანტები არ გვაქვს მოიყვანონ ეს. დაბალ ხელფასზე და ცუდი არ იქნება. ბოქს თუ ბოქს იგროკია და საყრდენადაც ან ახლოს გაქაჩავს.სკამიდან ხო იდეალური იქნება.
არა და ასეთი გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი კაცი სკამზე, თანაც უფასოდ ძალიან კარგი იქნებოდა.
დეკუს ასწავლით? კაცი პრეზიდენტის დონეზეა უკვე. გორეცკა არ გვინდაო უფასოდ როცა ყიდვა უნდოდათ ძვირიაო.