workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “ლას პალმასთან” შეხვედრის გადადებას ითხოვს

“ბარსელონა” “ლას პალმასთან” შეხვედრის გადადებას ითხოვს

“ბარსელონასა” და “ლას პალმასს” შორის გასამართი შეხვედრის დაწყებამდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი და ჯერ კიდევ არაა ცნობილი, გაიმართება თუ არა ეს თამაში. მიზეზი ქალაქ ბარსელონაში არსებული არეულობაა.

დღეს, პირველ ოქტომბერს, კატალონიაში, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იმართება, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება არ სცნობს და ეწინააღმდეგება. ბარსელონას ქალაქში ხშირია ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.

ამ წუთებში, “ბარსელონას”, “ლას პალმასისა” და ლა ლიგის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. RAC1-ის ცნობით, კატალონიური მხარე, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრის გადადებას ითხოვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 01 ოქტ 2017, 17:18
    #1

    იმედია არ გადაიდება