“ბარსელონას” ნახევარმცველმა, დენის სუარესმა კატალონიური კლუბის ბრაზილიელი ახალწვეული, პაულინიო დაიცვა.
“პაულინიო კრიტიკას უსამართლოდ დაექვემდებარა, რაც იმან გამოიწვია, რომ ბრაზილიელის ტრანსფერი ნეიმარის წასვლის შემდეგ დადასტურდა.
პაულინიოს კრიტიკოსების გაჩუმება არ სჭირდებოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა. ყველამ იცის (ვისაც მისი თამაში უნახავს), რომ ბრაზილიელი მაღალი დონის მოთამაშეა. ის მოედნის ორივე ნახევარზე შესანიშნავად მოქმედებს და “ბარსელონასთვის” სარგებლის მოტანას შეძლებს.”-ციტირებს სუარესის სიტყვებს RAC1.



პაულინიო ძირითადში უნდა იყოს ლას პალმასთან