ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 26 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 26 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

26 აგვისტოს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს, 1 ფრე დაასრულეს და 1 წააგეს.

1975 წელი

1972 წლის შემდეგ პირველად “კამპ ნოუზე” გამომცხადებლის ხმა კატალონიურ ენაზე გაისმა.

2006 წელი

მარკ ვან ბომელი “ბარსელონადან” “ბაიერნში” გადავიდა.

2007 წელი

ლა ლიგის პირველ ტურში “რასინგთან” სტუმრად ნათამაშებ მატჩში (0-0) “ბარსელონას” მაისურით ერიკ აბიდალის, იაია ტურესა და ტიერი ანრის ოფიციალური დებიუტი შედგა.

2011 წელი

უეფას სუპერ თასზე “ბარსელონამ” “პორტუ” 2-0 დაამარცხა. გოლები მესიმ და ფაბრეგასმა გაიტანეს.

2014 წელი

“ბარსელონამ” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერი განახორციელა და “სან პაულუდან” დუგლას პერეირა 4 მილიონ ევროდ შეიძინა.

2017 წელი

“ალავესთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში ჟერარ პიკემ “ბარსელონას” მაისურით მე-400 თამაში ჩაატარა. ამავე მატჩში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 350-ე გოლი გაიტანა, პაულინიომ “ბარსას” მაისურით პირველად ითამაშა, ხოლო ერნესტო ვალვერდესთვის ეს ლა ლიგაში გამართული 350-ე შეხვედრა იყო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • azulgerana
    26 აგვ 2021, 22:33

    winner winner chicken dinner

  • nika 54
    26 აგვ 2021, 14:50

    2011 წელი
    უეფას სუპერ თასზე "ბარსელონამ" "პორტუ" 2-0 დაამარცხა. გოლები მესიმ და ფაბრეგასმა გაიტანეს.
    ეს თამაში კარგად დამამხსოვრდა რატომღაც, განსაკუთრებით პირველი გოლი და შავი მეკარე. მცველებს რო ეგონათ მეკარეს ვუბრუნებთო და ლეო რო გაიყვანეს თავის მეკარესთან პირისპირ.

  • El pistolero 9
    26 აგვ 2021, 12:33

    დღეს დაბადების დღე მაქვს+ ბარსა-პორტუ 2-0 პირველი მატჩია რომელსაც ვუყურე. ორივე გოლი სამუდამოდ შენახულია მეხსიერებაში 9 წლის ვიყავიი