"ბარსა ბ" 1:0 "ნუმანსია" – მცირე მიმოხილვა

"ბარსა ბ" 1:0 "ნუმანსია" – მცირე მიმოხილვა

გუშინ გაიმართა "სეგუნდა დივიზიონის" მეხუთე ტურის მატჩები, სადაც მონაწილეობას "ბარსა ბ"–ც იღებდა. დღეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა "სეგუნდაში" რიგით მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს...

"ბარსა ბ"–მ კატალონიაში სტუმრად "ნუმანსია" მიიღო, რომელიც მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ანგარიში მატჩის მეთორმეტე წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგზე ნოლიტომ თანაგუნდელისგან შესანიშნავი პასი მიიღო, რის შემდეგაც მისი კარგი თამაშის წყალობით ანგარიში გაიხსნა. ამ მატჩში გულშემატკივარმა მეორე გოლის ხილვაც შეძლო, რომელიც "ნუმანსიელებმა" გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო ბურთი არ ჩაითვალა.

გუშინდელ მატჩში ყვითელი ბარათის ამოღება არბიტრს ოთხჯერ მოუხდა. აქედან ერთი "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელმა, სერხი რობერტომ 34–ე წუთზე მიიღო.

"ბარსა ბ"–მ დღევანდელი მატჩი შემდეგი ფეხბურთელებით ჩაატარა: რუბენი, მუნიესა, ფონტასი, ბარტრა, მონტოია, მინეირო, დოს სანტოსი (ვასკესი), სერხი, სორიანი (ბერხონი), ნოლიტო, ედუარდო, ორიოლი (კარმონა).

"ბარსა ბ"–მ "სეგუნდას" 5 მატჩიდან 4–ში გამარჯვება, ხოლო ერთში დამარცხება შეძლო. კატალონიელებს 12 ქულა დაუგროვდათ და მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს, "რეალ ბეტისთან" და "სელტა ვიგოსთან" ერთად ინაწილებენ. პირველზე კი 5–დან 5 მოგებით "რაიო ვალიეკანო" იმყოფება.

ბლაუგრანა შემდეგ მატჩს 3 ოქტომბერს, სტუმრად კორდობასთან გამართავს.


ვიდეო მიმოხილვა



[media=http://www.youtube.com/watch?v=fC_-IBgvpj0]



სტატიის ავტორი: Mr.Johnson



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.