გუშინ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში “ბარსელონა” ლისაბონის “სპორტინგს” დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ beIN სპორტთან ისაუბრა ლუის სუარესმა, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ის ნელ-ნელა პირვანდელ ფორმას უბრუნდება.
“მნიშვნელობა არ აქვს მე გავიტან თუ არა, მთავარი გუნდური თამაშია და სწორედ ეს დაგვეხმარა ამ რთული მატჩის მოგებაში.“
შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სუარესი ერნესტო ვალვერდემ მოედნიდან გაიყვანა, რითიც ურუგვაელი კმაყოფილი არ დარჩა, მაგრამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვალვერდეს სისტემა განსხვავებულად მუშაობს და ეს მისთვის გასაგებია.
“ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ მწვრთნელმა ყველაზე კარგად იცის, თუ რა ხდება მოედანზე და რა ცვლილებებია საჭირო. – განაცხადა ლუის სუარესმა.
30 წლის ფორვარდმა მეტოქის თამაშიც დადებითად შეაფასა:
“ის ფაქტი, რომ რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა, მეტყველებს იმაზე, რომ “სპორტინგმა” საკმაოდ კარგად ითამაშა.“.
ამ გამარჯვებით “ბარსელონა” D ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა 6 ქულით, “იუვენტუსს” და “სპორტინგს” სამ-სამი ქულა აქვთ, “ოლიმპიაკოსმა” კი ჯერ ქულის აღებაც ვერ მოახერხა.




სუა მჯერა მოუმატებს.ისე სპორტინგი კარგად გამოიყურება და არ გამიკვირდება იუვეს ჭიდაობა გაუმართოს