კაზემიროს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს

კაზემიროს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, კარლოს კაზემიროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, კატალონიის "ბარსელონასთან" დაკავშირებით, რამდენიმე ესპანურმა პრესამ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა Onda Cero-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კატალონიურ კლუბთან დაკავშირებულ კითხვას გასცა პასუხი. რამდენიმე მედიამ ამ მასალის გავრცელებისას კაზემიროს კომენტარი თავისებურად შეალამაზა :"საბედნიეროდ, მე "ბარსელონას" რიგებში არასოდეს ვითამაშებ, მადრიდის "რეალი" ჩემი გუნდია".

Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით რეალურად სამეფო კლუბის ნახევარმცველმა თქვა, რომ ის სამწუხაროდ ვერ ითამაშებდა "ბარსელონას" რიგებში, რისი გაგონებაც აუდიოჩანაწერების მეშვეობით სავსებით შესაძლებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.