“ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, “ლივერპულმა” კოუტინიოში €200 მილიონი მოითხოვა და გადავწყვიტეთ ტრანსფერზე უარი გვეთქვა.” – “ბარსას” აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ სოლერი ცრუ ახსნა-განმარტებით.
კატალონიურ კლუბში ეს პოსტი ესპანეთის სპორტის უმაღლესი საბჭოს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს უკავია. მერსისაიდელებს ბრაზილიელის გაყიდვა არ სურდათ და ეს ყოველთვის ცნობილი იყო. სოლერს ამაზე არ უსაუბრია, რადგან დირექტორი კვლავ ვერ ხვდება თუ როგორ ცოცხლობს საფეხბურთო სამყარო. შესაძლოა, პოლიტიკური წარსული ალბერტს სახალხოდ ტყუილის თქმასაც კი უმარტივებს.
ნუთუ მერსისაიდელებმა გადამწყვეტ ფაზაში €200 მილიონი მოითხოვეს? ეს ინფორმაცია “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ უმალვე უარყო. სრულიად შესაძლებელია, რომ დემბელეს სანაცვლოდ უზარმაზარი თანხის გადახდის შემდეგ, კატალონიელებმა ბრაზილიელის ტრანსფერზე უარი თქვეს. რატომაც არა, ეს ხომ ბიუჯეტის დაზოგვაში დაეხმარებოდათ?!
ახალგაზრდა ფრანგმა ფორვარდმა “ბორუსიას” ბოიკოტი გამოუცხადა და გერმანელებმა მისი შეჩერება გადაიფიქრეს. “ბორუსიამ” დემბელეს სანაცვლოდ კოლოსალური თანხა მიიღო, მაგრამ ეს არასდროს მოხდებოდა პსჟ-ს ნეიმარი €222 მილიონად რომ არ შეეძინა.
“ამ პროცესს აქამდე ყოველთვის კლუბის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ ახლა მთავარი მოქმედი პირები უკვე ქვეყნები, საინვესტიციო ფონდები და მულტიმილიონერები არიან.”- განაცხადა სოლერმა, რომელმაც თავის გამართლება სცადა, მაგრამ რეალურად ერთადერთი რამ გააკეთა – “ბარსელონა” უკანა პლანზე გადაწია.

“ლივერპულმა” არაერთი წინადადება დაბლოკა. გაჟღერდა უამრავი დამამცირებელი განცხადებაც, მაგრამ “ბარსელონა” კოუტინიოსთვის დემონსტრაციულად იბრძოდა – ეს პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტთან, რომ ბრაზილიელის გაფორმება მესის მოთხოვნა იყო. არგენტინელი პირადად დაუკავშირდა ფილიპეს, ისევე როგორც ლუის სუარესი. “ენფილდზე” იცოდნენ, რომ კატალონიელები ჯერ კიდევ დემბელეს გაფორმებამდე ამზადებდნენ 130 მილიონ ევროს და მერსისაიდელთა ათიანს საკითხის მკაცრად დაყენებისკენ მოუწოდებდნენ – პირდაპირი ზეწოლა მფლობელ კლუბზე. ამ უღირს მეთოდებს, რომელიც ერთ დროს ესპანეთის ვიცე-ჩემპიონთა “ღირებულებებს” არ შეესაბამებოდა, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ბელერინის ტრანსფერზე მუშაობისასაც მიმართეს. ამ შემთხვევაში არსენ ვენგერი უდრეკი აღმოჩნდა.
ფრანგმა მწვრთნელმა ალექსის სანჩესთან მიმართებაშიც იგივე პოზიცია დაიჭირა და ჩილელს “სიტიში” გადასვლის ნება არ დართო. იურგენ კლოპს, ისევე როგორც ვენგერს, მშვენივრად ესმის, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სწორედ ამიტომ, კოუტინიოს, მიუხედავად პროტესტისა, მაღალ დონეზე აპარეზობის გარდა სხვა გამოსავალი არ რჩება. ფორმიდან ამოვარდნილ მოთამაშეს მუნდიალზე არავინ წაიყვანს, ბრაზილიის ნაკრებში თავის დამკვიდრება კი ფილიპეს პრიორიტეტია. კონკურენციისთვის მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება – თუნდაც “ლივერპულში”.
ამავდროულად, “ენფილდზე” უკვე ყველა შეაწუხა “ბარსელონას” ახალი გენერალური მენეჯერის სიჯიუტემ. საუბარია პეპ სეგურაზე, რომელმაც “წითელთა” აკადემიაში სამი წელი დაჰყო. ინგლისელები მას იმაში ადანაშაულებენ, რომ კოუტინიოს ტრანსფერი ძალიან პირადულ საკითხად იქცა.
დავუბრუნდეთ მესის, რომელზე საუბრისას სოლერი ვალდებული გახდა ყველაფერი ეღიარებინა. საბოლოოდ მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოვაცხადეთ მაშინ, როცა ორივე მხარე პირობებზე შეთანხმდა. ახლა შესაფერის მომენტს ველოდებით დოკუმენტების გასაფორმებლად”. ეს მეტად აბსურდულად ჟღერს, ისევე, როგორც შემდეგი განცხადება: “ნეიმარის შესახებ ჭორების გავრცელება ამერიკული ტურნეს მსვლელობის დროს დაიწყო, მაგრამ წინასწარი ინფორმაცია არ მიგვიღია”. გაფრთხილებული ხარ გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავის სავარაუდო წასვლის თაობაზე, არ იჯერებ გავრცელებულ სიახლეს და ელოდები, თუ როდის მოგივა პსჟ-სგან გამოსასყიდი თანხა. საოცარი ფენომენია…

როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ბარსელონა” კოუტინიოსთვის დემონსტრაციულად იბრძოდა რადგან მისი გაფორმება გუნდის ლიდერს სურდა. რეალურად, მთელი ბრაზილიური საგა ერთ დიდ ტყუილს წარმოადგენდა. ეს გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ თქვეს კატალონიელმა პასუხისმგებელმა პირებმა უარი ცენტრალურ მცველზე, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება თუ არა, პიკესა და უმტიტის ღირსეული რეზერვისტობა შეეძლო – მესამე მოთამაშის პოზიცია ხავიერ მასკერანოს, ლიონელის მეგობარს ეკუთვნის, არგენტინელს კი რუსეთში გასამართ მუნდიალზე მაღალ დონეზე საასპარეზოდ პრაქტიკა სჭირდება. ინიგო მარტინესი საფრთხეს წარმოადგენდა, “ალბისელესტეს” კამპანიამ კი “სოსიედადის” ფეხბურთელის ტრანსფერს უბრალოდ ვეტო დაადო. ათიანის შედარებით მარტივი მოთხოვნა ათიანზე შესრულდა და სპექტაკლის დადგმა საჭირო არ აღმოჩნდა…
“ინიგო მარტინესის შეძენაზე უარი ვთქვით, რადგან ის ვერ შეძლებდა ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობის გაძლიერებას.”-სპორტულმა დირექტორმა საკუთარ თავს ამ სიტყვების წარმოთქმის უფლება მისცა – მორიგი სიცრუე. “ბარსელონასა” და ფეხბურთელს შორის წინასწარ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი, ბართომეუ კი მზად იყო 32 მილიონი ევრო გადაეხადა. როდის მერე აღწევს კლუბი მოლაპარაკების ფინალურ სტადიას იმ მოთამაშესთან, რომელსაც გუნდის გაძლიერება არ შეუძლია? პარადოქსულია…
რაღაც მსგავსი მოხდა ჟან-მიკაელ სერის შემთხვევაში, რომელთან მიმართებაში “ბარსელონას” პოზიცია უეცრად შეიცვალა. თითქოს ყველაფერი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას დაბრალდა, მაგრამ მოთამაშის წარმომადგენლებს ეს სიტყვები არაფერს ეუბნება.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა აფუჭებს ყველაფერს რასაც ეხება და ყველაზე ცუდი არის ის, რომ ცდილობს დანაშაული ტყუილით დაფაროს…
ყოჩაღ!-შესანიშნავი ანალიზია, ამასთან ერთად ჩემს მოკრძალებულ აზრსაც დავამატებ: თუკი დავუკვირდებით ბარსას დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ემსგავსება თბილისის დინამოს ტრიმფსაა და წარუმატებლობას, დიახ ასე დაიწყო გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართული ფეხბურთის განადგურება, რის მწარე შედეგებსაც ვიმკით ამჟამად. ჩვენდა საუბედუროდ სამამულო მედია სივრცეში და ფეხბურთის სპეციალისტების მხრიდან საფუძვლიანი შეფასება ამ კატასტროფული პროცესისა, იშვიათი გამონაკლისის (ძოძუაშვილის მცდელობების) გარდა არ შემხვედრია, მინდა რომ ვცდებოდე ამ პარალელის გავლებაში, მაგრამ ფაქტები ჯიუტია, უფალი ფარავდეს ქართულ ფეხბურთს და ბარსას!!!
არა რაა დროზე უნდა გადააყენონ და ლაპორტა მოიყვანონ.
ძალიან საინტერესო სტატიაა და თუ ხშირად გაგვანებივრებთ მსგავსი პოსტებით კარგი იქნება
სალამი ყველას! ბარსას დიდი ხანია თვალყურს ვადევნი, ФУТБОЛ -ი მაგარი მიყვარს და მაგიტო) აქ იშვიათად ვიწერები, წერა არ მიყვარს და მაგიტო) ეს სტატია წავიკიტხე და …… არა ჩემი აზრის დასაფიქსირებლად, არამედ, უფრო იმ აზრის გასაქარწ<<ცენზურა>>ბლად, რომელიც დამეუფლა წაკიტხვის შემდეგ, მინდა გკიტხოთ ჯამაათნო…….მესის არა ერტხელ გაუმახვილებია ყურადღება, და უარუყვია ის ფაქტი რომ თითქოს და ბარსაში ის მოვა ვინც თვიტონ მას უნდა, ყოველთვის იმას გაიძახის (მე მხოლოდ ФУТБОЛ-ს ვთამაშობ)…..ამ სტატიაში კი მისი (მესი) – ს სახელი და გუნდში მოთამაშის მისვლა – მოსვლის საკითხი გაიგივებულია…. შესაბამისად, გამოდის, (ვინაიდან სიმართლე 2 არ არსებობს), აქ კი,პირველი, (როგორც ყოველთვის მესი) მეორე კი (El Confidencial) არიან…ერთ ერთი იტყუება….. მესის ტყუილი მე პირადად (არ გამიგონია))) ხომ გავს ეს ველაფერი, მესის და (ბოლო-ბოლო მთლიანი ბარსას) წინაამღდეგ აგორებულ აქციას? ……. ეს გამოცემა (El Confidencial) მადრიდშია, ნაკლებად მჯერა იმის, რო მადრიდში ბარსას წისქვილზე ასხამდნენ წყალს, (მით უმეტეს კატალონიის დამოუკიდებლობა) დროის საკითხია უკვე)……… ანუ მადრიდში ღელავენ ბარსას ხელმძღვანელობის მართალ პოლიტიკაზე????????
ფაქტია, გარდა იმისა, რომ ნეიმარი დაკარგეს უამრავ სამარცხვინო სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ. კლუბს ავტორიტეტი შეელახა ამათ ხელში, ბევრ გუნდთანაც გაიფუჭეს ურთიერთობა.
ვერ იყიდეს ვერც კოუტინიო, რომელზეც ლივერპულმა გარკვევით თქვა რომ არ გაყიდდა და ვერც ის ვისი ყიდვაც მარტივად შეიძლებოდა
ბართო მარტო კოუს გამო არ უნდა წავიდეს, ბართო როსელის გუნდმა ,რავაც იქნა და მოახერხა ასე აწყობილი ბარსას დაშლა,მათ რამდენიმე წელია არ გააჩნიათ სტრადეგია,გარდა ფულის კეთებისა,ერთადერთი ნამდვილად მაგარი ტრანსფერი რც გააჩალიჩეს ,სუარესი იყო,ისიც გაგვიმართლა ალბათ,თორემ ამოვარდნილი დანარჩენი ტრანსფერების კონტეკსტში,იყო კიდე ალბათ უმტიტი, და შტეგენი, მაგრამ დააკვირდით ყველა ეს ტრანსფერი იყო აუცილებელი და გამოსავალი არ ქონდათ, წავიდენ სანჩესი ,ვალდესი,პუიოლი,ნეიმარი და გამოსავალი არ ქონდენ იყიდეს დემბელე თან რა ფასად??? ამ ტრანსფერებს მიაყოლეს დუგლასი ვერმალენი(დამტრეული იყიდეს)პაკო ვიდალი გომეში,და ა.შ. გაუშვეს ალვეში რომელიც იუვეში დაფრინავდა, ჩვენ რობერტოს ვინუჟდენს ვათამაშებდით, ლამასია სულ ფეხებზე დაიკიდეს,შედეგიც სახეზეა?? რატო წავიდა პეპე ან და ენრიკე? არ მითხრათ ახლა ჩემი პატივისცემის მიუხედავად ვალვერდე ჯობიაო? მათ არავინ უსმენდათ.იცოდენ ყავდათ მესი ის სასწაულს იზამდა,ნემო ინი და სუა დაეხმარებოდათ, დაუბრუნდეთ კოუს ტრანსფერს, რომელიც არც შარშან მალავდა ბარსაში გადმოსვლა რო უნდოდა,დარწმუნებული ვარ50-70 მილიონად თავისუფლად ბარსა იყიდა,თუ შარშან არ გვქონდა იგივე პრობლემები რაჩ წელს?ამ ხემძღვანელობას ფეხბურთი არ აინტერესებ უბრალოდ,თუ ესენი არ წავლენ დიდი შანსია მესიც დავკარგოდ.რაც დღემანდელი ბარსასთვის წარმოუდგენელია.
Scored amitim unda moisrolon bartomeu da misi gundi barcadan torem zaan bevr sibinzures aketeben
აი ამის შემდეგ რა უნდა თქვა ბარსას ხელმძღვანელობაზე თუ არ გინდა ყიდვა რაღას ამბობ ამ ტყუილებს თქვი სიმართლე