20 წლის ფრანგი შემტევი უსმან დემბელე “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ახალგაზრდა ვარსკვლავის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.
1. 12 გოლი პირველივე სეზონში
დემბელემ “რენთან” პროფესიონალური კონტრაქტი 2015 წელს გააფორმა. პირველივე წელს, მან 29 თამაში ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
2. გოლების შემქმნელი
გასულ სეზონში, რომელიც დორტმუნდის “ბორუსიაში” სადებიუტო იყო, დემბელემ 49 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო 20-ჯერ თანაგდუნელებს გაატანინა. ევროპის მასშტაბით, მის მიერ გაკეთებული საგოლე გადაცემები მე-3 შედეგი იყო. 19 წლის ფეხბურთელმა მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს “ლეგიასთან” 8:4 მოგებულ შეხვედრაში მოხდა.
3. დრიბლინგის პრინცი
დემბელე ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც 100-ზე მეტი წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდა. დრიბლინგის 213 მცდელობიდან მას 103 წარმატებით გამოუვიდა. მან ასევე ყველაზე მეტ, 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
4. შეხვედრა ნელსონ სემედუსთან
ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების გათამაშების 1/8-ფინალში ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და ლისაბონის “ბენფიკა” შეხვდნენ. პორტუგალიელთა რიგებში ორივე თამაში სრულად ითამაშა ნელსონ სემედუმ, დემბელემ კი, მოედანზე 171 წუთი დაჰყო. ორრაუდიანი დაპირისპირება გერმანელებმა 4:0 მოიგეს.
5. საფრანგეთის ნაკრები
“ბარსელონას” ახალწვეულს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 2016 წელს, იტალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა. ნაკრებში პირველი გოლი კი მან მიმდინარე წლის ივნისში, ინგლისს გაუტანა.
6. მე-3 ფრანგი და გერმანული წარსულის მქონე ფეხბურთელი
უსმან დემბელე “ბარსელონას” ამჟამინდელ შემადგენლობაში მე-3 ფრანგი მოთამაშეა სამუელ უმტიტისა და ლუკა დინის შემდეგ. ის ასევე მე-3 ფეხბურთელია, რომელსაც ბუნდესლიგაში უთამაშია. იგივე გამოცდილება მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ივან რაკიტიჩსაც აქვთ.
7. “ბორდო” და “ლეგია” – დემბელეს პირველი მსხვერპლები
უსმან დემბელემ პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი ჟირონდას “ბორდოს” გაუტანა, ევროტურნირებზე კი, თავი პირველად ვარშავას “ლეგიას” წინააღმდეგ გამოიჩინა.
8. ნაცნობი სახელი
გასულ სეზონში, დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობაში, უსმან დემბელე მარკ ბარტრასთან ერთად თამაშობდა.
9. პირველი ტიტული – გერმანიის თასი
უსმან დემბელეს კარიერაში პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული 2016/17 წლების სეზონში “დორტმუნდის” მიერ მოგებული გერმანიის თასია.
10. მრავალმხრივობა “ბარსელონას” შეტევაში
“რენსა” და “ბორუსიაში” დემბელემ დაამტკიცა, რომ მას ორივე ფეხით კარგად თამაში შეუძლია, ეს კი ნიშნავს, რომ მან შეიძლება შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.




მიდი უსმმმმმმ
კარგი ახალგაზრდაა მაგრამ მისგან პირველივე თამაშებში მესის დონე არ უნდა მოვითხოვოთ, მოთმინებით უნდა დაველოდოთ ადაპტირების პერიოდს.
დემბო შენი დიდი იმედი გვაქვს
მაგარი ბიჭია და დიდ იმედებს ვამყარებ მასზე