Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსი” ანდრე გომეშის ტრანსფერზე კვლავ ფიქრობს და პორტუგალიელი ნახევარმცველის ტურინში გადასვლა გამორიცხული არაა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გომეშის “იუვეში” შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. ბოლო ცნობებით კი, “ბებერმა სინიორამ” პორტუგალიელზე უარი თქვა. თუმცა, თუ მადრიდულ პრესას დავუჯერებთ, დამთავრებული ჯერ არაფერია.
როგორც ცნობილია, გომეშის აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში იმყოფება. აქამდე არსებული ინფორმაციით, ის კატალონიას ანხელ დი მარიას ტრანსფერთან დაკავშირებით ეწვია, მაგრამ პორტუგალიელმა აგენტმა ეს ინფორმაცია თავად უარყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მენდეში ბარსელონაში ანდრე გომეშის “იუვენტუსში” გადასვლასთან დაკავშირებით იმყოფება.



