“რიკო პერესი” – ამ სტადიონთან კატალონიელებს ტკბილი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებთ. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ლიგის ცხრამეტი შეხვედრიდან კატალონიელებმა მხოლოდ 6–ჯერ შეძლეს შინ 3 ქულით დაბრუნება. ყველაზე მტკივნეული მარცხი ამ სტადიონზე კატალონიელებმა 1996/97 წლების სეზონში განიცადეს…
პეპ გვარდიოლას გუნდს შაბათს, ალიკანტეში მარტივი გასეირნება ნამდვილად არ ელის. ისტორია მათ წინააღმდეგაა. “რიკო პერესზე” “ბარსას” ფეხბურთელებმა მხოლოდ 6–ჯერ შეძლეს წარმატების მოპოვება, 8–ჯერ შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ხოლო 5–ჯერ კატალონიელებმა მარცხი იგემეს.
1996/97 წლების სეზონში, როდესაც კატალონიურ კლუბს სათავეში ინგლისელი სპეციალისტი, ბობი რობსონი ედგა, “ბარსას” მთავარი მდევარი ბოლო ტურებამდე კაპელოს “რეალ მადრიდი” გახლდათ. “ლა ლიგას” დასრულებამდე 3 ტური იყო დარჩენილი, როდსაც კატალონიელები ალიკანტეში ადგილობრივ “ერკულესთან” შეხვედრის ჩასატარებლად გაემართნენენ. გამარჯვება საბოლოოდ მასპინძლებს დარჩათ. ეს მათ პაკიტოსა და პავლიჩიჩის გოლების წყალობით მოახერხეს. კატალონიელების მხრიდან ერთი გოლის გატანა “ბარსას” ცოცხალმა ლეგენდამ და “ბარსა ბ”–ს ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შეძლო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრის სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა “ბარელონას” პირველი გუნდის მწვრთნლი, პეპ გარდიოლაც. ბოლო 2 მატჩი “ბარსამ” წარმატებით ჩაატარა, მაგრამ კაპელოს გუნდმა “ერკულესის” დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და ქვეყნის ჩემპიონებიც გახდა.
დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო 1985 წლის 17 მარტს, როდესაც “ბარსას” სათავეში კიდევ ერთი ინგლისელი მწვრთნელი, ტერი ვენაბელსი ედგა. კატალონიელებს “პრიმერას” ტიტულის მოპოვება “რიკო პერესზე” ქონდათ დაგეგმილი, მაგრამ “ერკულესი” რის “ერკულესი” იქნებოდა შეხვედრა, რომ არ მოეგო. მართალია “ერკულესმა” ჰერკულესობა გამოიჩინა და კატალონიურ გრანდს სძლია, მაგრამ ტერის შეგირდებმა ტიტულის მოპოვება მომავალ კვირას, “ვალიოადოლიდთან” დაპირისპირების შემდეგ მოახერხეს.
1982 წლის 7 მარტს, “ბარსამ” ალიკანტეში ზეიმის კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. ამ სეზონში “ბარსას” მთავარი მეტოქე “რეალ სოსიედადი” გახლდათ, რომელიც ამავე ტურში “ვისენტე კალდერონზე” დამარცხდა. “რეალ სოსიედადთან” ერთად კი ქულები დაკარგა “ბარსამაც”. მეოცე წუთისთვის, კატალონიელები “ერკულესს” ანგარიშით, 2–0 ამარცხებდა, მაგრამ კინის გოლებს აბადმა და სეგუნდომ უპასუხეს, რის გამოც “ბარსამ” 2 ქულა დაკარგა. საბოლოოდ ჩემპიონობა ბასკებს დარჩათ.
85/86 წლები – 1:2
80/81 წლები – 0:1
55/56 წლები – 2:3
39/40 წლები – 1:2
2 ბურთიანი ანგარიშით კი კატალონიელებმა 78/79 წლებსა (0:2) და 40/41 წლებში (1:3) მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.