ვინ არის პაულინიო?

ვინ არის პაულინიო?

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონამ” “გუანჩჟოუ ევერგრანდიდან” ხოსე პაულო ბესერა მასიალ ჟუნიორი – იგივე პაულინიო – 40 მილიონ ევროდ შეიძინა.

პაულინიომ საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ გუნდში, “ასუკარში” დაიწყო, მაგრამ პირველ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და სათამაშოდ ევროპაში გადანაცვლება გადაწყვიტა. 2006 წელს ის ლიტვურ “ვილნიუსში” გაწევრიანდა, სადაც საკმაოდ კარგად ათამაშდა, მაგრამ ორი სეზონის შემდეგ “ვილნიუსი” პირველი დივიზიონიდან გავარდა და პაულინიომაც გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ის პოლონეთის ეკსტრაკლასას გუნდის, “ლოძის” წევრი გახდა. აქ მან ერთი სეზონი გაატარა, შემდეგ კი თავის მშობლიურ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა.

პაულინიომ “ასუკარი” ისევ მალე დატოვა, მაგრამ, ამჯერად ის ბრაზილიაში დარჩა. ახალ გუნდში, “ბრაგანტინოში” კი მან საგრძნობლად მოუმატა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა – პაულინიოს შეძენით ბრაზილიური გრანდი, “კორინთიანსი” დაინტერესდა.

“კორინთიანსში” პაულინიომ სამი წელი გაატარა. შემდეგ კი, 2013 წელს, ის “ტოტენჰემ ჰოტსპურის” ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ პაულინიო “დეზებისთვის” სარეკორდო შენაძენი იყო – მათ ბრაზილიელში 17 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

“ტოტენჰემის” მაისურით პაულინიომ პირველი გოლი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, “დინამოს” წინააღმდეგ მატჩში გაიტანა, რომელიც ინგლისელებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 მოიგეს.

2015 წელს ბრაზილიელი ჩინურ გუნდში, “გუანჩჟოუ ევერგრანდში” გადავიდა. ჩინელებმა მის სანაცვლოდ 14 მილიონი გადაიხადეს. პაულინიო მალევე ჩამოყალიბდა გუნდის ლიდერად და ადგილობრივი ჩემპიონატის ორჯერ მოგებაც მოახერხა.

პაულინიოს 2011 წლიდან დღემდე ბრაზილიის ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი აქვს გატანილი.

ასე რომ, კატალონიელთა ახალწვეული ნელნელა უმატებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ის “ბარსელონას” გულშემატკივრების იმედებს გაამართლებს.

აქვე გთავაზობთ პაულინიოს გამორჩეულ მომენტებს.

[media=https://www.youtube.com/watch?v=9zkFYbfQuVo]

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (55)

  • Guro messi
    14 აგვ 2017, 16:55

    მე მგონია რომ გაამართლებს ამის ტრანსფერი

  • m0nk
    14 აგვ 2017, 16:54

    ციტატა: dima1997

    ციტატა: M10 S9 N11

    ციტატა: sergio.5
    თავიდან წერს მომეწონა ვიდალიო მერე ნელიაგადაადგილება უჭირდაო 😀 მერე წერს არადა უი 2გოლი მაგის ფლანგიდან გაგვივიდაო აა ხო ხო მესამეცო 😀 😀 😀 და ბოლოს კარგია შეტევაშიო 😀 შეტევაშიც არუქნია ღმერთს პასი დააგვიანა 2 მომენტში თორე სუარესი გადუბლავდა რეალს გუშინ 😀


    აბა სემედუ რატო არ ათამაშა მარტო მაგაში ვადანაშაულებ ვალოს რო მეორე ტაიმში ვიდალი არ შეცვალა სემედუთი


    სემედუ გუნდთან შეთამაშებული არ არის და იმიტომ დააყენა ვიდალი


    და სკამიდან უნდა რო შეათამაშოს? რო დაინახა პირველ ტაიმში რა ცუდად თამაშობდა ვიდალი უნდა შეეცვლა, მე არ ვამბობ რო მაგიტო წავაგეთ და ისე მოვიგებდით )) უბრალოდ შესაცვლელი იყო შესვენებაზევე

  • Johan_Cruyff
    14 აგვ 2017, 16:54

    ციტატა: ANRIBARCA

    ციტატა: Johan_Cruyff

    ციტატა: ANRIBARCA

    ციტატა: sergio.5
    ფაქქტი 1ია რაკიტიჩზე სწრაფიც არი და ტექნიკურიც დავნახოთ ვნახოთ შეიძლება ვაბშე დემბელემ ვერგაამართლოს და ამან გაამართლოს არგახსოვთ ბევრჯერ მომხდარა ეგეთი უცნაურობები ესეთი ყლეებს გაუმართლებიათ


    რაკიტიჩს მე პირადად მირჩევნია, შორიდან დარტყმა უკეთესი აქვს, ფიზიკურად უკეთესად მომზადებულია, დაუღლელია და მოკლე პასებიც ასე თუისე გამოდის ამიტომ გამოგვადგება იმედია.


    უბნის ჩემპიონატში თამაშობს კარატისტ 1.5სმ ჩინელებთან. რა დაღლის? სადაც დასაღლელი და გასაკეტებელი იყო იქიდან 14 ლიმონად მოიშორეს თავის დროზე


    ბრაზილიის ნაკრების თამაშებს თუ უყურებ ნახავ როგორც თამაშობს, ამ ფეხბურთელზე ბევრი შეიძLება იდავო ადამიანმა მაგრამ, ერთადერთი საკითხი რასაც ვერ დაუწუნებ ესაა ჟილკა და ფიზიკურობა, ნამდვილათ ვირივით დაუღლელია.


    ბრაზილიის ნაკრებით ბოლივიასთან, პერუსთან, ეკვადორთან, პარაგვაისთან და ვენესუელასთან შესარჩევი თუ კარგად ჩაატარა მალადეც აბა კი უნდა გვეყიდა მაშინ და კი ღირს 40 მილიონი

  • messi.95
    14 აგვ 2017, 16:52

    ხავი: დემბელემ უნდა დაამტკიცოს რო ფლობს ბარსას სათამაშო ფილოსოფიას
    Eსეიგი ვყიდულობთ ეგრე Gამოდის

  • ANRIBARCA
    14 აგვ 2017, 16:51

    ციტატა: _Chemical

    ციტატა: M10 S9 N11

    ციტატა: ANRIBARCA
    ბიჭებო მუნდოზე დაიდო სტატია, დემბელეს პოსტზე, კამპ ნოუს ფონზე წერია i'm coming


    რა პოსტებით გველაპარაკება გამოვიდეს და ისე თქვას :დ


    ერთი დალინკე აბა მე ვერ ვნახე მუნდოზე


    http://www.mundodeportivo.com/futbol/fc-barcelona/20170814/43566622946/dembele-
    fichaje-barcelona-post-snapchat-fake.html

  • Coutinhhooo
    14 აგვ 2017, 16:49

    რასერჩით ეს შორიდანნახე რაბურთებსჭიმავს რეალსშეუგდებს ეხა აგერნახე

  • T-BLauGrana
    14 აგვ 2017, 16:49

    ვინ არის პაულინიო და ბართომეუს ჩინეთში ფულის კეთების მნიშვნელოვანი გასაღები rage rage rage
    ბიჭო როგორ დაგვცინის ეს არაკაცი

  • messi.95
    14 აგვ 2017, 16:49

    რას იტყვით ინსინიე რო მოიყვანონ მაგაზე ლაპარაკი არ მიდის საერთოდ მარჯვნიდან მაგარი ძაან შარშან რა სეზონი ქონდა თან ნაპოლში საუკეთესო იყო ეგ დემბელე ან კოუტინიო

  • ANRIBARCA
    14 აგვ 2017, 16:45

    მგონი დემბელესაც მიაყოლებენ დღეს

  • messi.95
    14 აგვ 2017, 16:44

    დემბელე მოდის

  • ANRIBARCA
    14 აგვ 2017, 16:42

    ბიჭებო მუნდოზე დაიდო სტატია, დემბელეს პოსტზე, კამპ ნოუს ფონზე წერია i'm coming

  • rivedo 11 10 11
    14 აგვ 2017, 16:42

    გადახალისდა რაგაცნაერად..ადრე იმენა აპორნის ყომარობდა..ეხლა ძაან მობილური ნახ მცველია!! 29 კიარ 39 ის იყოს თუ გინდა…ზუსტად ისაა რაც ბარსას ჭირდებოდა!! ენერგიული შავი საქმეს არ ერიდება..დაუღლელი ტექნიკური ურტყამს სულ შორიდან.. მაგარი მასტია და სულ მევასებოდა მხოლოდ ახლა კიარა

  • ANRIBARCA
    14 აგვ 2017, 16:39

    ციტატა: Johan_Cruyff

    ციტატა: ANRIBARCA

    ციტატა: sergio.5
    ფაქქტი 1ია რაკიტიჩზე სწრაფიც არი და ტექნიკურიც დავნახოთ ვნახოთ შეიძლება ვაბშე დემბელემ ვერგაამართლოს და ამან გაამართლოს არგახსოვთ ბევრჯერ მომხდარა ეგეთი უცნაურობები ესეთი ყლეებს გაუმართლებიათ


    რაკიტიჩს მე პირადად მირჩევნია, შორიდან დარტყმა უკეთესი აქვს, ფიზიკურად უკეთესად მომზადებულია, დაუღლელია და მოკლე პასებიც ასე თუისე გამოდის ამიტომ გამოგვადგება იმედია.


    უბნის ჩემპიონატში თამაშობს კარატისტ 1.5სმ ჩინელებთან. რა დაღლის? სადაც დასაღლელი და გასაკეტებელი იყო იქიდან 14 ლიმონად მოიშორეს თავის დროზე


    ბრაზილიის ნაკრების თამაშებს თუ უყურებ ნახავ როგორც თამაშობს, ამ ფეხბურთელზე ბევრი შეიძLება იდავო ადამიანმა მაგრამ, ერთადერთი საკითხი რასაც ვერ დაუწუნებ ესაა ჟილკა და ფიზიკურობა, ნამდვილათ ვირივით დაუღლელია.

  • yourego
    14 აგვ 2017, 16:37

    ნუ რაკიტიჩზე ოდნავ უკეთესი დარტყმა აქ ნამდვილად ალბად უფრო განვითარდება

  • Johan_Cruyff
    14 აგვ 2017, 16:36

    ციტატა: ANRIBARCA

    ციტატა: sergio.5
    ფაქქტი 1ია რაკიტიჩზე სწრაფიც არი და ტექნიკურიც დავნახოთ ვნახოთ შეიძლება ვაბშე დემბელემ ვერგაამართლოს და ამან გაამართლოს არგახსოვთ ბევრჯერ მომხდარა ეგეთი უცნაურობები ესეთი ყლეებს გაუმართლებიათ


    რაკიტიჩს მე პირადად მირჩევნია, შორიდან დარტყმა უკეთესი აქვს, ფიზიკურად უკეთესად მომზადებულია, დაუღლელია და მოკლე პასებიც ასე თუისე გამოდის ამიტომ გამოგვადგება იმედია.


    უბნის ჩემპიონატში თამაშობს კარატისტ 1.5სმ ჩინელებთან. რა დაღლის? სადაც დასაღლელი და გასაკეტებელი იყო იქიდან 14 ლიმონად მოიშორეს თავის დროზე

  • ANRIBARCA
    14 აგვ 2017, 16:34

    ციტატა: sergio.5
    ფაქქტი 1ია რაკიტიჩზე სწრაფიც არი და ტექნიკურიც დავნახოთ ვნახოთ შეიძლება ვაბშე დემბელემ ვერგაამართლოს და ამან გაამართლოს არგახსოვთ ბევრჯერ მომხდარა ეგეთი უცნაურობები ესეთი ყლეებს გაუმართლებიათ


    რაკიტიჩს მე პირადად მირჩევნია, შორიდან დარტყმა უკეთესი აქვს, ფიზიკურად უკეთესად მომზადებულია, დაუღლელია და მოკლე პასებიც ასე თუისე გამოდის ამიტომ გამოგვადგება იმედია.

  • VISCA_FCB
    14 აგვ 2017, 16:30

    უმატებს იყო ძალიან ღადაობა, ტიპი თითქმის 30 წლის არის ))))) გადაყრილი ფული, უაზროდ სამწუხაროდ.

  • tigresa
    14 აგვ 2017, 16:28

    scori da amastamave drouli kitxvaa, ukve droa gavigot vin aris paulinio

  • Johan_Cruyff
    14 აგვ 2017, 16:28

    მაგრად უმატებს კი როგორ არა, წარმომიდგენია ყატარში რო ეთამაშა რა სტატისტიკას დადებდა. ვაბშე გადარჩენილები ვართ უბანში ყომარი როარ დაიწყო თორე სტატისტიკის ბუსტი და მომატება მერე გენახათ.
    იმენა Joke ტრანსფერია. ამის ყიდვას სამპერზე ეზრუნა კლუბს. ან საუკეთესო ვარიანტი ვაიგლი დაეთრია დორტმუნდიდან და თუ რამე მეორე ბერიკაც თურანსაც გავასაღებდით.
    მაგარია ძმაო, აბა რა პაულინიო, აბა სხვა ვინ?

  • L30 M3SS1
    14 აგვ 2017, 16:27

    ეჰჰ რაღადროს ამის მომატებაა მარა ახალგაზრდებმა აშკარად არ გაამართლეს და ამის გამოცდილება იქნება მაინც დაგვეხმაროს)) წარმატებები პაუს მჯერა რატომღაც მისი <3