დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფრანგი შემტევი უსმან დემბელე კატალონიის “ბარსელონაში” გადასხვლასთან ახლოსაა, თავად ფეხბურთელმა ესპანურ გრანდს თანხმობა უკვე განუცხადა.
ახლა მხოლოდ კლუბებს შორის მოლაპარაკებებიღა დარჩა სატრანსფერო ფასზე, გერმანელები დემბელეს 100 მილიონ ფუნტზე (120 მლლნ. ევრო) ნაკლებად არ დათმობენ, იტყობინება Kicker.
თუ ეს ტრანსფერი შედგა, 20 წლის ფრანგი მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება და მხოლოდ ნეიმარს ჩამორჩება, რომელიც რამდენიმე დღის წინ პსჟ-ში 222 მლნ. ევროდ გაიყიდა.