მესი და მასკერანო თანამემამულე ფეხბურთელს გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ

მესი და მასკერანო თანამემამულე ფეხბურთელს გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ

"ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელები, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო 25 წლის თანამემამულეს, ლუსიანო გარაის გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

გარაი, რამდენიმე თვის წინ, ავტოავარიაში მოჰყვა და ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. გამოცემა Dia a Dia-ს ცნობით, ოჯახის წევრებს ისღა დარჩენოდათ, ელოცათ, რადგან მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.

ოჯახის წევრები და ახლობლები ყველაფერს ცდილობდნენ, რომ გარაი გაემხნევებინათ და მისი მოტივირება მოეხდინათ. ერთ-ერთმა მათგანმა, ერნესტო ლუხანმა, რომელიც ეზეიზას აეროპორტის თანამშრომელია, გადაწყვიტა, მესისთვის და მასკერანოსთვის მიემართა.

"ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელები წინადადებას სიამოვნებით დათანხმდნენ და მათ ლუსიანო გარაის მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ფეხბურთელს მისი მეტსახელით, "ბარტოლოთი" მოიხსენიებენ.

Sport-ის ცნობით, თანამემამულე ვარსკვლავების მიმართვის მოსმენის შემდეგ, გარაის ჯანრმთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

თავად ლუსიანო გარაი აცხადებს: "ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. მესი ჩემი უმთავრესი კუმირია. მისი და მასკერანოს საქციელი დამეხმარა ბრძოლა გამეგრძელებინა. მსგავსი საჩუქრების მიღება ძალიან სასიამოვნო, ზოგჯერ კი, დაუვიწყარია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcelo
    სტუმარი [?]
    #5 1 სექტემბერი 2016 19:29
    0
    იყიდება ბარსას ორი აუტენტიკური მაისური,ერთი რონალდინიოს ავტოგრაფით და მეორე დეკუს ავტოგრაფით . ორივე ერთად 600 ევრო.
    Culé [?]
    #4 31 აგვისტო 2016 17:18
    0
    გამოჯანმრთელბას ვუსურვებ ამ ადამიანდა ყოჩაღ კიდევ ერთხელ მესის და მასკერანოს <3
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #3 31 აგვისტო 2016 17:11
    0
    მაგარი ცოდოა რა გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 აგვისტო 2016 17:11
    0
    სტატიასთან არაფერ შუაშია.

    ანრიბარსა წინა სტატიებზე გუშინ ვერ გიპასუხე არ ვიყავი საიტზე.

    არავისზე ნაკლებად არ მინდა მეტად თუ არა რომ ალკასერმა გაამართლოს და თავი შეგვაყვაროს ყველას. ასევე მე იმენა დამადუმოს. ჩემ თავზე იმიტო ვიძახი, რომ მგონი ერთადერთი ვარ ამ საიტზე რომელსაც არ მოეწონა ეს ტეანსფერი.

    დალშე ვნახოთ სეზონი დიდია და აქ იქნები მე და შენ კიდე გავაგრძელებთ ამ თემას ;)
    ბონდო
    სტუმარი [?]
    #1 31 აგვისტო 2016 17:09
    0
    და რას ნიშნავს ეს "ბარტოლოთი"?