სილესენი: "გამიმართლა, რომ "ბარსელონაში" მოვხვდი"

სილესენი: "გამიმართლა, რომ "ბარსელონაში" მოვხვდი"

"ბარსელონას" ახალწვეულმა, იასპერ სილესენმა, კატალონიური გუნდის ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და სხვა საკითხებთან ერთად, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კონკურენციაზეც ისაუბრა.

"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, ჩემი ასპარეზობით ყველა კმაყოფილი დარჩება. "კამპ ნოუზე" აქამდეც მითამაშია და ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს.

აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო. ვიცი, რომ რთული კონკურენცია მელის, მაგრამ თავდაუზოგავად ვიმუშავებ იმისათვის, რომ ლუის ენრიკე ჩემით კმაყოფილი დარჩეს.

ბარსელონა შესანიშნავი ქალაქია. აქ ცხოვრება და თამაში ოცნების ახდენაა.

აქ მოსვლის მომენტიდან კარგი წინათგრძნობა მაქვს. მწვრთნელი გადაწყვეტს, ვინ უნდა ითამაშოს, მე კი შევეცდები, მას გადაწყვეტილების მიღება გავურთულო.

ლუის სუარესი, პირველად, ჰოლანდიურად დამელაპარაკა და თავი მაშინვე სახლში ვიგრძენი.

ჩემი დღევანდელი ვარჯიში ხანმოკლე გამოდგა, რადგან პრეზენტაცია მქონდა, თუმცა ტერ შტეგენთან გასაუბრება მაინც მოვახერე. მე ცოტა გერმანული ვიცი და გარდა ამისა, ინგლისურად ორივე ვსაუბრობთ. ასე რომ, ერთმანეთს გავუგებთ. მარკი დიდებულიი მეკარეა.

ლუის ენრიკე ძალიან თბილად დამხვდა. ასე მოიქცა მთელი გუნდი. ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრა დიდებული იყო.

ვიცი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ამ გუნდში თამაშის შანსი მომეცა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    TURBOO
    სტუმარი [?]
    #7 27 აგვისტო 2016 01:33
    0
    რუსული ფუტბოლ2 რატო არ აჩვენებს ესპანეთის ჩემპიონატს ხო არ იცით ვინმემ
    zura1988
    სტუმარი [?]
    #6 26 აგვისტო 2016 22:27
    0
    აზრზეც არ ხარ რა დიდებულ გუნდში მოხვდი.... relaxed relaxed
    sabagelashvili
    სტუმარი [?]
    #5 26 აგვისტო 2016 19:34
    0
    stegen ise mevaseba r9m yvelas mirchwvnia
    cinto99
    სტუმარი [?]
    #4 26 აგვისტო 2016 18:05
    0
    აბა შენ იცი მარა შტეგენს სკამზე ეს ვერ დასვამს ა ნახავთ
    Neymar legend
    სტუმარი [?]
    #3 26 აგვისტო 2016 18:02
    0
    Magari xar cillesen
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 აგვისტო 2016 17:47
    0
    ციტატა: MSN1997
    Ramdeni uazro siaxle daido dges!

    რომელი იყო უაზრო სიახლე თუ არ გინდა ნუ წაიკითხავ მერე გაძალებს ვინმე?
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #1 26 აგვისტო 2016 17:18
    0
    მიდი იასპერ მეორე ბრავო უნდა გახდე