workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჩავიესტას” გულახდილი საუბარი” El Pais”–თვის.

“ჩავიესტას” გულახდილი საუბარი” El Pais”–თვის.

ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ,როდესაც ლა მასიაში მოხვდნენ.თავიანთი დებიუტის დროს “ბარსელონას” პირველ გუნდში ისინი მოზარდები იყვნენ,მაგრამ ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა იბრძოდნენ თავიანთი ოცნებისთვის და ბოლომდე აისრულეს ის.”ბარსელონასთან”ერთად მათ მოიგეს ყველაფერი,რისი მოგებაც შეუძლია ტოპ დონეზე მყოფ ფეხბურთელს.ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისინი შევიდნენ მოთამაშეთა ელიტარულ კლუბში მოიგეს რა მსოფლიო თასი და კიდევ რაღაცით–ირგვლივ მყოფთა პატივისცემით,როგორც პროფესიონალების ,ასევე მოყვარულების.

ისინი ორივე იყვნენ ციურიხში ორშაბათს (2011 წლის 11 იანვარს),როგორც ფიფას “ოქროს ბურთის” ფინალისტები მომავალ გამარჯვებულთან,მათ მეგობართან და თანაგუნდელთან,ლიონელ მესისთან ერთად.თითოეულმა მათგანმა იცის,რომ ციურიხში მოხვედრა ძნელი იყო,მაგრამ ამასთან ერთად არ ივიწყებენ,რომ ამ გზაზე მარტო არ უვლიათ.ამ ხანგრძლივ,ერთობლივ,მეგობრულ ინტერვიუში,რომელიც დაიწყო ხუთშაბათს (2011 წლის 7 იანვარს) “Сiudad deportiva de Joan Gamper”–ში და დამთავრდა კვირას ციურიხში,ორმა მეგობარმა ისაუბრა ყველაფრის შესახებ,უცნობი გმირების ჩათვლით.რომლებიც დაეხმარნენ იმის მიღწევაში,რასაც მიაღწიეს დღეს–საფეხბურთო სამყაროს მწვერვალს.ლეო მესისთან ერთად ისინი არიან უნიკალური და დამახასიათებელი პროდუქტი “ბარსელონას” ამოუწურავი ტალანტების მარაგისა.ისინი ასევე წარმოადგენდნენ მთელ თაობას ესპანელი მოთამაშეებისა,რომლებიც 2010 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს.

El Pais–თქვენ ორივე ხაზს უსვამთ,რომ ეს ჯილდო არის “ბარსასი” და არა თქვენ სამის?

ჩავი–დიახ,ეს სიმართლეა.ეს არის ჯილდო იმ ფილოსოფიისა,რომელიც შექმნა “ბარსამ”.ჩვენ ვართ ამ სკოლის მოსწავლეები და ვამაყობთ ჩვენი ცხოვრების ამ მომენტებით.მიუხედავად იმისა,რომ ნომინირებული ვართ ჩვენ სამნი,ამ ჯილდოს უკან დგას უამრავი ადამიანი,რომლებიც მუშაობენ ან უკვე იმუშავეს იმაზე,რომ ფრთა შეესხათ ასეთი თამაშისთვის.მწვრთნელები,ფიზმომზადების მწვრთნელები…

ინიესტა–ეს ჯილდო ყველასათვისაა,ჩვენი თანაგუნდელებისთვის,იმ ადამიანებისთვის,რომლებიც გვეხმარებოდნენ გაზრდაში,რომლებიც გვკვებავდნენ ,ჩვენი მეგობრებისთვის,მწვრთნელებისთვის,რომლებიც გვყავდნენ…

ჩავი–აი ამ დღეებში ვფიქრობდი:ჩემს გვერდით იყვნენ ასენსი,ნიკო მილენკოვიჩი,ვილია ხუთი წლის განმავლობაში,გონსალვო,ბენაიხესი…მათ იმდენი რამ მასწავლეს.უმეტესი დრო გავატარე ვილიასთან.ერთხელ მან მითხრა,რომ ბევრი მოთამაშე ფულს შოულობს პრიმერაში,მაგრამ ითამაშო “ბარსასთვის”–ეს სულ სხვაა.ვილიამ მასწავლა გრძელი პასებით თამაში.იქამდე სულ მოკლე პასებით ვთამაშობდი.მახსოვს.ჩვენ ვვარჯიშობდით ბურთის კონტროლზე,როდესაც გვითხრა:”როცა მოხვდებით პრიმერაში,თქვენ არ გექნებათ ფიქრის დრო”.პირველივე დღეს,როდესაც ვვარჯიშობდი უფროსებთან,მე მივხვდი,თუ რა სწორი იყო ის.

ინიესტა–ალბათ ბევრი ფიქრობს:როგორ შეიძლება ყველა ერთნაირად თამაშობდეს?ჩვენ ასე გვასწავლეს!როგორც ფეხბურთელებს და როგორც პიროვნებებს.რა თქმა უნდა, ყველა მოდის ხასიათის იმ თვისებებით,როგორიც ის დაიბადა,მაგრამ “ბარსაში” გეხმარებიან გახდე სრულყოფილი.თუ შენ ყოველდღიურად არ სრულყოფ საკუტარ თავს,მაშინ ისინი,ვინც მოდიან გარედან ან შენს ქვემოდან,გავიწროვებენ შენ.ეს დიდი ფასეულობაა,თამაშის ერთიანი მანერა,მაგრამ შემდეგ გიწევს ბევრი მუშაობა სწავლის დროს.როგორ უნდა გააკეთო თამაშის ინტერპრეტაცია,როგორ მიხვდე საით გადასცე პასი…მე მწვრთნიდნენ ურსისინიო ლოპესი,პედრასა,როხო,კოსტა,ალომარ გონსალვო…მათ შემქმნეს ისეთი,როგორიც ახლა ვარ.ასევე არასდროს არ ვივიწყებ ხალხს ლა მასიადან…ბევრია ხალხი,რომლებიც ზრუნავდნენ იმაზე,რომ დღეს ჩვენ აქ ვყოფილიყავით.

ჩავი–ბავშვობაში ყველას თამაშის უნიკალური მანერა აქვს და შენ გეხმარებიან ჩადო მასში აზრი.ხანდახან მეჩვენება,რომ ისევ ისე ვთამაშობთ,როგორც ბავშვობაში.პროგრესის მოედანზე (ტერასა,ესპანეთი),სადაც ვთამაშობდი ბავშვობაში,ვაკეთებდი იგივეს,რასაც ახლა ვაკეთებ,მაგრამ რომ არ დამხმარებოდნენ,იგივეს ვერ გავაკეთებდი მუნდიალზე.იმ მოედანზე “კედელს” ვეთამაშებოდი ხეებს.

ინიესტა–ხეებს ეთამაშებოდი?

ჩავი–ჰო,მაგრამ საქმე ისაა,რომ წყეული ხეები ყოველთვის არ მიბრუნებდნენ პასს…(იცინის).და ამიტომ ეს ჯილდო არის კლუბის ფილოსოფიის ჯილდო და ყველა იმ ადამიანის,ვინც გააკეთა ყველაფერი შესაძლებელი,დაწყებული კრუიფიდან.ეს არის იდეის ჯილდო.ჩვენ ვართ სისტემის და ფილოსოფიის შვილები.ისტორიაში მეორე შემთხვევაა,რომ სამივე პირველი პრეტენდენტი ერთი გუნდიდან არის.ადრე ეს ჯილდო მისცეს საკკის “მილანს”,ახლა კი მისცემენ გვარდიოლას “ბარსას”.

ინიესტა–მე არ მახსოვს ის გუნდი.მხოლოდ ტელევიზორში მინახავს…

ჩავი–მე მახსოვს 5–0 მადრიდში (19.04.1989.უეფას ჩემპიონთა ლიგა).ისინი ჯერ კიდევ ბავშვობაში მომწონდა.ის იყო მეგა– გუნდი,ნამდვილი ძალა!გულიტი,ვან ბასტენი,რაიკარდი.ისინი იყვნენ ძლიერები,მაგრამ იმ დროისთვის ძალიან ტექნიკურები.მე მომწონდა დონადონი,ანჩელოტი,ბარეზი.ოქროს ბურთი გადასცეს სამ ჰოლანდიელს,ხოლო ახლა დაგვასახელეს ჩვენ.ასევე შეიძლება დაესახელებინათ პუიოლი,პიკე,პედრო…მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ იმით,რომ ჩვენ სამივე ვართ “ბარსადან” ამ “პოდიუმზე”.

ინიესტა– სიმართლე რომ ვთქვათ,საუკეთესოს შერჩევის კრიტერიუმი არც ისე ნათელია.მსოფლიოში საუკეთესო არის ლეო.მას ვერავინ ვერ შეედრება.მოცემულ მომენტში ის საუკეთესოა.

ჩავი–ის უბრალოდ შესანიშნავია.ადრე ათიდან ოთხი (მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე) მიდიოდა ხოლმე ლეოსთან ბურთის წასართმევად.ახლა ის შესანიშნავ ფორმაშია და მას ვერავინ შეაჩერებს.ის იტანს გოლებს,ეხმარება დანარჩენებს…

ინიესტა–ის ყოველ ჯერზე უკეთ თამაშობს.

ჩავი–პეპმა ბევრი გააკეთა მესისთვის და სხვა დანარჩენებისთვის.მას აქვს ყველაფერი იმისთვის,რომ გახდეს უკეთესი,მაგრამ მან იცის რა არის საჭირო ამისთვის.ეს ყველაფერი პეპის დამსახურებაა.ეს ჯილდო უბრალოდ უსამართლოა.ის დამყარებულია ხმების თანაბარ რაოდენობაზე იმ ქვეყნებისთვის, როგორიცაა სენეგალი და ფიჯი,და იმ ქვეყნებისთვის,როგორიცაა საფრანგეთი,ინგლისი და გერმანია.ისინი სხვადასხვაგვარ ინფორმაციას ფლობენ.ასე რომ არ ვიცი,ყველაფერი შედარებითია.ახლახანს გადავავლე თვალი ანგარიშს იმის შესახებ, თუ ვის არ აქვს ოქროს ბურთი.ბარეზის ის არ აქვს!

ინიესტა–ეს მართალია,ყველაფერი შედარებითია.ერთადერთი და ზუსტი ის არის,რომ ლეო უნდა იყოს საუკეთესო.ინდივიდუალური ჯილდო გუნდურ თამაშში ყოველთვის უსამართოლოა.მე ბედნიერი ვარ…შენ?შენი წვლილი უდიდესია.შენ ეს აჩვენე “ბარსაში” 550 მატჩის მანძილზე.ეს შთამბეჭდავია.საკითხავი ის კი არ არის,თუ რამდენი ითამაშე,არამედ ის,თუ რა დონეზე ჩაატარე ეს თამაშები.არ შეეძლოთ სამი პრემიის მოცემა?ჩვენ აქ იმიტომ ვართ,რომ ვთამაშობთ “ბარსაში” და მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთთან ერთად.

ჩავი–მსოფლიო თასის წელი ნამდვილად ბევრს ნიშნავს.შენ თამაშობდი ბრწყინვალედ და გაგქონდა გოლები.ფინალში გოლი ინტუიციით გაიტანე.შენ მაშინ კარგად თამაშობდი,რადგანაც თამაშისგან სიამოვნებას იღებდი.და შენ იყავი ყველგან…მერე მე ვნახე ტელევიზორში.შენ იცი, როგორ თამაშობდი იმ დღეს? შენ იბრძოდი ბურთისთვის ცენტრში,ყვეკგან იყავი და არცერთი პასი არ დაგიკარგავს.

ინიესტა–ჩვენ კომფორტულად ვიყავით.ეს ცხადია.მახსოვს შენ მითხარი:”შენ დაიმსახურე ეს გოლი”.

ჩავი–შენ გქონდა რთული პერიოდი.ისეთი,რომელიც მხოლოდ თვითონ პიროვნებამ იცის.ახლა უკან იყურები და ხედავ ძალიან ბევრ კარგს.მაგრამ მე მახსოვს რთული და დაძაბული მომენტები,როდესაც შენ ტრავმირებული იყავი.მაგრამ შენ ის გადალახე და ჩვენ გავიმარჯვეთ.გამარჯვება ყველაფერს გამოისყიდის და ის გოლიც.შენ გაიტანე გოლი ფინალში,მაგრამ ასევე უნდა ვუმადლოდეთ იკერს…

ინიესტა–ამ გოლის გატანა ნებისმიერს შეეძლო.

ჩავი–მაგრამ ის შენ გაიტანე.

ინიესტა–ჰო,როგორც ყველამ დაინახა, მე გავიტანე.

ჩავი–ჰო (იცინის).მუნდიალის ფინალის გადამწყვეტი გოლი შეგეძლო შენც გაგეტანა (უყურებს ჟურნალისტს და იცინის),მაგრამ მე ამ გოლის მხოლოდ ართი ავტორი და ის შენ ხარ.

ინიესტა–ესეც უსამართლობაა.აჯილდოვებენ ყოველთვის ფორვარდებს,ვისაც გააქვს გოლი.იშვიათად აძლევენ ჯილდოს მეკარეებს.რამდენადაც მე ვიცი,მხოლოდ ერთხელ (იაშინი.1963წ.).მსოფლიო ჩემპიონატზე კი იკერი იყო უბრალოდ გამორჩეული.საქმე კიდევ იმაში,რომ ჩვენ გვქონდა ბედნიერება შევხვედროდით პეპს “ბარსელონაში”,ხოლო ეროვნულ ნაკრებში ლუის არაგონესს და დელ ბოსკეს.

ჩავი–მართალია.ხალხი ხედავს მხოლოდ გოლებს და ფორვარდებს.ძალიან ცოტა ერკვევა ნამდვილად სწორად.მაგალითად,სერხიო ბუსკეცს ვერ აფასებენ იმისთვის, რასაც ის აკეთებს.ეს ბუსკეცი იძლეოდა პასებს.და დელ ბოსკემ იცის ეს,რადგან მას უყვარს ეს თამაში.მართალია,ბუსკეცი არ აკეთებს ფინტებს,თითქმის არ გააქვს გოლი…მაგრამ,სეხედეთ როგორ თამაშობს ის?ბუსკეცს შეუძლია ყველაფრის კარგად გაკეთება,ის არის “ბარსას” არსი,ის პირველი გაძლევს პასს და ფიქრობ:”საიდან დამინახა?”ეს უბრალოდ შეუძლებელია.

P.S.დიდხანს ვიფიქრე ამ ინტერვიუს თარგმნაზე,რადგანაც ის ძალიან დიდია.გადავწყვიტე ორ ნაწილად მეთარგმნა,რომ წასაკითხადაც ადვილი იყოს.მეორე ნაწილს ხვალ შემოგთავაზებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward