მასკერანოს ერთი კვირა გაუცდება
"ბარსელონას" არგენტინელმა უნივერსალმა, ხავიერ მასკერანომ, "სევილიასთან" ცოტა ხნის წინ დასრულებულ მატჩში, ტრავმა მიიღო, რის გამოც მას დაახლოებით ერთი კვირა გაუცდება.
ცოტა ხნის წინ, "ბარსამ" "სევილია" 3:0 დაამარცხა და კატალონიელებმა ესპანეთის სუპერ თასი მოიგეს. იმ დროს, როდესაც ლუის ენრიკეს სამივე ცვლილება უკვე გაკეთებული ჰქონდა, მასკერანომ ტრავმა მიიღო და მასპინძლებმა თამაში 10 კაცით განაგრძეს.
ოფიციალური ინფორმაციით, არგენტინელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და მას დაახლოებით ერთი კვირა გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ მასკერანო "ბეტისთან" მატჩს გამოტოვებს. მის დაბრუნებას 28 აგვისტოს "ბიბლაოსთან" გასამართი შეხვედრისთვის უნდა ველოდეთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]