"ლივერპული"-"ბარსელონა" - მატჩის წინ

"ლივერპული"-"ბარსელონა" - მატჩის წინ

დღეს, თბილისის დროით 20 საათსა და 15 წუთზე, ინგლისში, "უემბლიზე", "ბარსელონა" წინასასეზონო მზადების მე-3 თამაშს გამართავს. კატალონიელთა მეტოქე იურგენ კლოპის "ლივერპული" იქნება.

"ლივერპულთან" მატჩის წინ, "ბარსას" პირველ გუნდს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ივან რაკიტიჩი, ანდრეს ინიესტა, ხერარდ პიკე, დუგლასი, ტომას ვერმალენი და ლუკა დინი შეუერთდნენ. მათ გარდა, განაცხადში მასიპი, ბუსკეტსი, თურანი, ლუის სუარესი, მესი, მასკერანო, მუნირი, ს. რობერტო, ვიდალი, მატიე, დენის სუარესი, სამპერი, კამარა, მუხიკა და ალფარო მოხვდნენ.

ლუის ენრიკეს გუნდი, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, რომლის ეგიდითაც დღევანდელი მატჩი იმართება, უდანაკარგოა. კატალონიელებმა შოტლანდიისა და ინგლისის ჩემპიონები, "სელტიკი" და "ლესტერი" 3:1 და 4:2 დაამარცხეს. "ლივერპულმა" კი, ამ ტურნირზე, "ჩელსისთან" 0:1 წააგო, ხოლო "მილანთან" 2:0 მოიგო.

დღევანდელი დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება ლუის სუარესისთვის, რომელიც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ურუგვაელი "ლივერპულის" ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა, რის შემდეგაც ის "ბარსელონაში" გადავიდა.

"ბარსელონასა" და "ლივერპულს" ერთმანეთთან, აქამდე, 8-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 2-ჯერ მოიგეს, ინგლისელებმა 3-ჯერ, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

პირველი თამაშები 1976 წელს, უეფას თასზე გაიმართა. "ლივერპულმა" "კამპ ნოუზე", ტოშაკის გოლით, 1:0 მოიგო. ინგლისში, გუნდებმა 1:1 ითამაშეს. თავი კენედიმ და რეშაკმა გამოიჩინეს.

2001 წელს, კვლავ უეფას თასზე, ბარსელონაში გამართული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა, ხოლო ლივერპულში, მასპინძლებმა მაკკალისტერის ზუსტი თერთმეტმეტრიანით მოიგეს.

"ბარსელონამ" "ლივერპულს" პირველი თამაში 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოუგო. ინგლისში, კატალონიელებმა 3:1 იმარჯვეს. გოლები ოუენმა, კლუივერტმა, როშემბაკმა და ოვერმარსმა გაიტანეს. განმეორებითი თამაში 0:0 დასრულდა.

2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, იმ დროისთვის მოქმედმა ჩემპიონმა, "ბარსელონამ", პირველი თამაში საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო. კატალონიელები დეკუმ დააწინაურა, მაგრამ ბელამიმ და რიისემ სტუმრებს მოაგებინეს. განმეორებით მატჩში, "ბარსამ" გუდიონსენის გოლით 1:0 მოიგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც "ლივერპული" გავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #5 6 აგვისტო 2016 23:24
    0
    ციტატა: ...Genius...
    ამხანაგურია და მესამე მოგება არ იქნება,მაგრამ მაინც უნდა მოვუგოთ smile
    შტეგენი-ვიდალი-პიკე-უმტიტი-ალბა-სამპერი-დენისი-ინი-მესი-სუაა-მუნირი

    sagol kargad ivaraude :dd maetla ar iyo mesame mogeba :dd
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 აგვისტო 2016 12:12
    0
    დღეს მოვიგებთ აუცილებლად
    lion messi 10
    სტუმარი [?]
    #3 6 აგვისტო 2016 12:06
    0
    ჩაჯმისთვის მოემზადე ლივერ <3
    Iniesta8 xavi6
    სტუმარი [?]
    #2 6 აგვისტო 2016 11:30
    0
    Mougebt liverpuls
    cinto99
    სტუმარი [?]
    #1 6 აგვისტო 2016 11:22
    0
    დღეს მე_3 მოგება ჩაგვეთვლება :D :D