“პარი სენ-ჟერმენის” კაპიტანმა, ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ ფრანგულ კლუბში “ბარსელონას” ფორვარდის, ნეიმარის ხილვით მოხარული იქნება.
“პარიზი ჩემპიონებსა და დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის თბილად ხვდება. ბედნიერები ვიქნებით თუ ნეიმარი შემოგვიერთდება. ბუნებრივია, რომ “ბარსელონა” ასეთი მაღალი დონის მოთამაშის გაშვებას არ მოინდომებს.“-ამბობს სილვა.
როგორც იცით, Sky Sports-მა დაწერა, რომ ნეიმარის “ბარსელონადან” წასვლის შანსი 90%-ს აღწევს.