“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ გუნდის ყოფილი კაპიტანი, ჩავი ერნანდესი სამომავლოდ კატალონიურ გრანდს გაწვრთნის.
“ის ახლა სამწვრთნელო გამოცდილებას იღებს. რა თქმა უნდა, ერთ მშვენიერ დღეს ჩავი “ბარსელონას” მწვრთნელი გახდება. არ ვიცი, რომელი კატეგორიის გუნდს ჩაუდგება სათავეში ესპანელი, მაგრამ სამიზნე ბუნებრივია ძირითადი იქნება.
კარიერის დასრულების შემდეგ თავის მომავალს “ბარსელონას” მესიც დაუკავშირებს.“-ამბობს ბართომეუ.



