ვალვერდემ პრესეზონისთვის რეზერვისტები დააწინაურა

ვალვერდემ პრესეზონისთვის რეზერვისტები დააწინაურა

ერნესტო ვალვერდემ უკვე დაიწყო თავისი, როგორც მთავარი მწვრთნელის საქმიანობა “ბარსელონაში” და პრესეზონისთვის შემადგენლობა დაასახელა. როგორც ჩანს, “ბილბაოს” ყოფილ თავკაცს კვლავ სურს, წინ წამოწიოს “ლა მასია” და ალბათ სწორედ ამას ემსახურება ის ფაქტი, რომ მან “ბარსელონა ბ”-ს 5 ფეხბურთელი გამოიძახა. ერთიც, ახალწვეული ვიტინიო, რომელიც სულ მალე მოაწერს ხელს კონტრაქტს.

კარლეს ალენია, კუკურელია, მარლონი, ორტოლა, პალენსია და ვიტინიო – სწორედ ისინი შეუერთდებიან ძირითად გუნდს აშშ-ში გასამართ ამხანაგურ ტურნირზე.

კარლეს ალენია – ფეხბურთელი “ბარსელონაში” ბავშვობიდან ირიცხება და მან გასულ კვირას კონტრაქტიც გაახანგრძლივა, რომელიც გაისად ეწურებოდა. კლუბს სურს, რომ ალენია განვითარდეს და საჭირო დროს, საჭირო მომენტში პირველ გუნდშიც დაიკავოს სათანადო ადგილი. ანალოგიურად – ორტოლაც. ახალგაზრდა მეკარეც მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს მომდევნო კვირაში.

ბოლო, ვინც კონტრაქტი გაახანგრძლივა, მარკ კუკურელიაა. მარცხენა მცველმა კონტრაქტს ხელი პარასკევს მოაწერა. მისი გამოსასყიდი თანხა 12 მილიონი ევრო იქნება, ორი სეზონის შემდეგ კი ეს 40 მილიონამდე გაიზრდება. ფეხბურთელში კლუბი დიდ მომავალს ხედავს და მომავალში სასტარტო თერთმეტეულის წევრადაც მოიაზრებს.

შემდეგი სერჟი პალენსიაა. “ბარსელონა ბ”-ს კაპიტანმა შეთანხმებას უკვე მიაღწია და კონტრაქტს ხელს მომდევნო დღეებში მოაწერს. კლუბში მისი როლიც კუკურელიას მსგავსი იქნება – კატალონიელები მისგან მომავალში გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელს ხედავენ. როგორც ჩანს, ერნესტო ვალვერდე არ აპირებს წინა მწვრთნელს მიბაძოს და ლუის ენრიკესგან განსხვავებით, ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსს მისცემს. როგორც გვარდიოლამ დაამტკიცა, აკადემიის ნდობა ნამდვილად ღირს.

ბოლოს კი მარლონი და ვიტინიო. ახალგაზრდა მცველმა უკვე ძირითად გუნდშიც მოასწრო დებიუტი – ლუის ენრიკემ მას ლა ლიგის ბოლო ტურებში სათამაშო დრო მისცა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ვიტინიო კი კლუბში მოდის, როგორც ახალგაზრდა ტალანტი და პრესის ინფორმაციით, იგი სულ მალე ოფიციალურად გახდება “ბარსელონელი”. ბრაზილიაში ვიტინიო ნეიმარის დასაწყისსაც აგონებთ.

სწორედ ეს ექვსეული დაიწყებს 12 ივლისს ვარჯიშს ერნესტო ვალვერდეს გუნდთან ერთად. მწვრთნელი მათ გამოცდას აპირებს და თუ გაამართლებენ, ამერიკულ ტურნეშიც წაიყვანს.

შესაბამისად, “ბილბაოს” ყოფილი თავაცი შეეცდება, “ლა მასიას” ის დიდება დაუბრუნოს, რაც ლუის ენრიკეს დროს ჩაქრა და მისი ინსპირაცია ტიტო ვილანოვას გუნდია, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც ყველა ფეხბურთელი “ბარსელონას” აღზრდილი გახლდათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • ♤ კატალონიელი ♤
    09 ივლ 2017, 13:46

    კაია ამან მაინც წამოწიოს წინ

  • davidusi 2020
    09 ივლ 2017, 00:23

    კარგია თუ ახალგაზღდებს დააწინურებენ,ლამასიაში ძალიან ბევრი ტალანტია, თუ მათ ნდობას გამოუცხადებენ გაამართლებენ იმედია.არ დაგვჭირდება ვიღაცაებზე ხვერწნა და მუდარა რო ბარსაში ითამაშონ

  • msd2004
    09 ივლ 2017, 00:11

    ციტატა: NewMan

    ციტატა: bembele
    magrad mevaseba


    ეგ მე ჰანდანოვიჩი მევასება მაგრამ მაგას ვინ მოიყვანს :დდდ ისე თუ სილესენი წავიდა პალასში იმედია ჩემი ოცნება ახდება :დდ თან პენლებში ძაან გიჟია

    პენალტებში ტერ შტეგენი გვყავს გიჟი
  • NewMan
    08 ივლ 2017, 23:36

    ციტატა: bembele
    magrad mevaseba


    ეგ მე ჰანდანოვიჩი მევასება მაგრამ მაგას ვინ მოიყვანს :დდდ ისე თუ სილესენი წავიდა პალასში იმედია ჩემი ოცნება ახდება :დდ თან პენლებში ძაან გიჟია

  • NewMan
    08 ივლ 2017, 23:09

    ციტატა: bembele
    https://www.youtube.com/watch?v=jy-oVeCfR7E მაგრად მინდა ეს ბიჭი და რა ვქნაა


    ჰულიტ განგის ღირსეული წევრია, მაგრამ არანაკლებ კარგად თამაშობდა გომეში ვალენსიაში :დდდ

  • NewMan
    08 ივლ 2017, 23:06

    Sport: ვერატის ბარსელონაში გადასვლა კვლავ შესაძლებელია ამ ზაფუხლში. ასე წერია რომ მისი ეს კომენტარი პრეზიდენტის მოთხოვნილი იყო.
    კიდე დაიდო სტატია სადაც პაულინიო ამბობს რომ ბარსელონაში გადასვლა სასიამოვნო გამოწვევა იქნება მის კარიერაში და ნეიმარიც ემხრობა მის ტრანსფერსო . კაროჩე რა ხდება კაცმა არ იცის

  • ANRIBARCA
    08 ივლ 2017, 23:05

    Momwons valverdes midgoma, zaan kargia.

  • NewMan
    08 ივლ 2017, 23:02

    ციტატა: ექსპერტი

    ციტატა: NewMan

    ციტატა: ექსპერტი
    ორტოღას ძირითადში გადმოვიყვანდი და მასიპს გავუშვებდი ძაან კაი მეკარე გვეზრდება


    მასიპი გაშვებულია უკვე :დდ


    ჯერ არაა ძმა ოფიციალურად ბარსას ფეხბურთელია


    არა კონრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს და აღარაა ბარსას ფეხბურთელი

  • lado-barca
    08 ივლ 2017, 23:02

    ძალიან კარგი!

  • Zefirosi
    08 ივლ 2017, 23:00

    მეორე არხი რომელ თამაშ უშვებს 22:00 ზე?

  • NewMan
    08 ივლ 2017, 22:58

    ციტატა: ექსპერტი
    ორტოღას ძირითადში გადმოვიყვანდი და მასიპს გავუშვებდი ძაან კაი მეკარე გვეზრდება


    მასიპი გაშვებულია უკვე :დდ

  • NewMan
    08 ივლ 2017, 22:48

    ძალიან კარგია ეს ამბავი და იმედია ვალო სათანადოდ მიაქცევს ყურადღებას ლა მასიას .
    ვიტინიო კიდე უძალიანბმაგრესი ბიჭია და კარია რომ ბარსელონა აირჩია, ჯელსონისა და კენედისგან განსხვავებით რომლებიც ახლა აღავის ახსოვს