workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეოსა და ანტონელას ქორწილი. როგორ მოხდა ყველაფერი?

ლეოსა და ანტონელას ქორწილი. როგორ მოხდა ყველაფერი?

ანტონელა როკუცო და ლეო მესი 2008 წლის შემდეგ ერთად არიან და ისინი 2 შვილს ზრდიან. აქამდე წყვილი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდა. ის, რასაც მთელი არგენტინა დიდი ხანი ელოდა გუშინ, 30 ივნისს მოხდა. მათმა ქორწილმა რეზონანსი გამოიწვია.

მესი და ანტონელა როსარიოში დაქორწინდნენ, სადაც ისინი გაიზარდნენ და დაახლოვდნენ. საზეიმო ცერემონია ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში გაიმართა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაუკონტროლებელ რაიონში მდებარეობს. აქ გვხვდება ადგილობრივი ნარკომოვაჭრეების რჩეული ტერიტორიები.

სწორედ ამიტომ, ლიონელმა სტუმართა კეთილდღეობისთვის 200 მცველი დაიქირავა, აეროპორტიდან სასტუმრომდე მიმავალ გზას კი 300 პოლიციელი პატრულირებდა. მესი როსარიოს საპატიო მოქალაქეა, რის გამოც მერიამ მისი კომფორტისთვის ყველაფერი გააკეთა.

სასტუმრო, სადაც მესი და ანტონელა დაქორწინდნენ, იმ კვარტალში მდებარეობს, სადაც მესის მშობლიური სახლია. ცერემონიამდე 1 კვირით ადრე როსარიო გამოცოცხლდა – ქუჩები გაასუფთავეს, კედლები კი მესისა და ეროვნული დროშის სურათებით გაალამაზეს.

სასტუმროს გარეთ მყოფი ქომაგებისთვის, რომლებსაც განვითარებული მოვლენების ხილვა სურდათ, დიდი ეკრანი დაამონტაჟეს.

სტუმრებს შორის იყვნენ “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები, რომლებსაც მესისთან თამაშის გამოცდილება აქვთ. კარლეს პუიოლმა “Instagram”-ის ოფიციალურ გვერდზე როსარიოში ჩასული ვარსკვლავური დესანტის ფოტო გაავრცელა.

ქორწილამდე პუიოლმა, ჩავიმ, ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ ტენისის თამაში მოასწრეს.

ბრაზილიური ბრიგადა სტუმრებს 30 ივნისს შეუერთდა.

მადრიდული პრესა შაკირასა და ანტონელას კონფლიქტის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას, მაგრამ კოლუმბიელი ქორწილს დაესწრო და ამით ყველა ჭორს ბოლო მოეღო.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მესიმ დიეგო მარადონა, “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა არ მიიწვია. ღონისძიებას ესწრებოდა 260 სტუმარი და 150 ჟურნალისტი. გარკვეული მიზეზების გამო როსარიოში ვერ ჩაფრინდნენ: ივან რაკიტიჩი, სერჟი რობერტო, არდა თურანი, სილესენი, ალკასერი, უმტიტი, მატიე, დინი, ალეიშ ვიდალი, მასიპი, ანდრეს ინიესტა, რომელსაც შვილი შეეძინა, “ბლაუგრანასა” და “მანჩესტერის” ლეგენდებს შორის გამართული მატჩის მონაწილე რონალდინიო და კონფედერაციის თასზე მოასპარეზე მარკ ანდრე ტერ შტეგენი, ანდრე გომეშსა და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორთან, დენის სუარესთან ერთად.

მესიმ სტუმრებს სთხოვა, რომ საქორწილო საჩუქრების ყიდვის ნაცვლად, თავის საქველმოქმედო ფონდში შემოწირულობა შეეტანათ.

ანტონელას კაბა ბარსელონაში სპეციალური შეკვეთით შეიკერა და როსარიოში ორი მცველის თანხლებით გაიგზავნა. ქსელში აგრეთვე გავრცელდა საქორწილო მენიუ – წყვილი სტუმრებს სხვადასხვა სახის ხორცითა და ყველით გაუმასპინძლდა, მთავარ კერძად კი არგენტინული სტეიკი მოგვევლინა.

ღონისძიების დაწყებამდე მესიმ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნა – ექსკურსია როსარიოში მათთვის, ვინც, ქალაქში ნამყოფი არ იყო, სპეციალური სალონების მომსახურება და ძიძა ბავშვებისთვის.

ცერემონია ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყო. ლეო და ანტონელა ვაჟთან, ტიაგოსთან ერთად საკურთხეველთან მივიდნენ და ურთიერთობა დააკანონეს.

შემდეგ კი მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჰოლივუდის ფილმებში – წითელი ხალიჩა, ასობით ჟურნალისტი და პროჟექტორები.

ახალდაქორწინებულებს მეგობრებიც მოჰყვნენ.

ლეო და ანტონელა ბავშვობიდან მეგობრობდნენ. მათი ისტორია ლოგიკურად გაგრძელდა.

“ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ლეოს ცხოვრებაში.”-განუცხადა ხორხე მესიმ ჟურნალისტებს.

ლიონელი ამ მოსაზრებას არ ეწინააღმდეგება!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • mero18
    schedule 04 ივლ 2017, 09:11
    #13

    შესანიშნავია, მიხარია რომ ეს ქართული საიტი ასე ერთგულად ემსახურება ბარსას და მისი ვარსკვლავების ქართველ ფანებს, ბედნიერება და სიხარული იყოს მესისა და მისი მეუღლის მეკვლე!!!

  • geniosi
    schedule 02 ივლ 2017, 08:43
    #12

    dagviberda chvenii messiic 😀 😀

  • Gerip3
    schedule 01 ივლ 2017, 19:55
    #11

    ციტატა: LUKA-BARCA 10
    პიკე სადაა


    ფოტოებიარ გადაუღია ერთადერთ ფოტოზე ვნახე მეც ძლივს მივაგენი:დ

  • davidusi 2020
    schedule 01 ივლ 2017, 19:48
    #10

    ბედნიერება და გამრავლება, ღმერთი იყოს მათი მფარველი. ისე ქორწილი კიარა მსოფლიო ლეგენდების ნაკრებია.

  • temo-80
    schedule 01 ივლ 2017, 19:42
    #9

    ქორწილისთვის მაინც გაეპარსა, რას გავს.
    ეგ კი არა სხვებიც აუყოლებია, სუარესიც რას გავს, ერთი ეგ იყო ყოველთვის გაპარსული და დაიმახინჯა თავი. ან მასკერანო რას გავს….

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 ივლ 2017, 19:20
    #8

    საღოოოლ ლეო მაგარიააა ძაან

  • LUKA-BARCA 10
    schedule 01 ივლ 2017, 18:45
    #7

    პიკე სადაა

  • 《DiNiTo CuLe 》… …
    schedule 01 ივლ 2017, 18:42
    #6

    გილოცავ <3 გენიოსო

  • romani23
    schedule 01 ივლ 2017, 15:33
    #5

    ლეოს ყველაფერ გარგ და მშვენიერს ვუსურვებ და როგორც ბარსას დავგადაკლული… სიგიჟემდის შეყვარებული ფანი ვუსურვებდი კიდე ლეოს ცალკე… სპორტულ ხანგრძლივობას.
    ——————————————————————–… – ლეო გუშნინ დიდი თავსატეხის წინასე იდგა ჩემი გაგებით 2 დიდი პრობლემის გამო, 1) მას რომ დაეპატიჟა დღევანდელი ადმინისტრაცია (როსელი-ბარტომეუ-ფაუსი) მაშინ წინა ადმინისტრაციის წევრებიც უნდა დაეპატიჟა… ე.ი ლაპორტა,პეპი,ჩიკი,სორიანი,როურა და წარმოიდგინეთ მათი "თბილი" ურთიერთობის გამო იქ რა შეილება მომხვდარიყო???, smile და 2) მარადონას და მისი ყოფილი სიძის (აგუეროს) "თბილი" ურთიერთობაც და მარადონას გაუწონასწორებელი ხასიათიდან გამომდინარე იქ რა მოხვდებოდა მათ შორის… მტრისას (?!) smile

  • lado-barca
    schedule 01 ივლ 2017, 15:17
    #4

    აუ რა მაგარია!

  • Just Fun
    schedule 01 ივლ 2017, 15:07
    #3

    ჰეე გილოცავ ლეოსიტოო წარმატებები და მალე ჰეთრიკი შეგესრულებინოსsmile

  • tatishvili1999
    schedule 01 ივლ 2017, 14:57
    #2

    ციტატა: Gio17
    sunglassesგილოცავ ლეო! მაგრამ ეს წვერი აღარ უნდა მოიპარსო? აგერ უკვე მასკერანომაც მოგბაძაsunglasses

    sunglassesდი მარია ფაქტიურად გადმოსულია ბარსაში!!!sunglasses


    ბარსაშიო? :დდდდ დიმკა მხეცია და თან რეალის პონტში არ გადმოვა აქ

  • nika 54
    schedule 01 ივლ 2017, 14:37
    #1

    ჩავი, აგუერო და დი მარია დედებთან ერთად არიან?