workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პინტოს მუცელი ასტკივდა

პინტოს მუცელი ასტკივდა

დღეს დილით “კამპ ნოუზე” გაიმართა ვარჯიში, ეს იყო ბოლო ვარჯიში “რასინგთან” მატჩამდე. მოგეხსენებათ, დღეს მე– 20 ტურის მატჩს გამართავს კატალონიური კლუბი მშობლიურ სტადიონზე.  

ვარჯიშმა ვერ ვიტყვით, რომ ექსესების გარეშე ჩაიარა. ვარჯიშის დროს პინტოს მუცელი ასტკივდა, იგი მედიკოსებმა გასინჯეს და გვარდიოლას ურჩიეს, რომ დღეს ხოსე მანუელი განაცხადს მიღმა დარჩენილიყო. ვარჯიშზე ასევე არ იმყოფებოდნენ ბრაზილიელი მცველი დანი ალვესი და ხეფრენ სუარესი, რომელბსაც ტრავმები აქვთ. ასევე ეს ფეხბურთლებიც ვერ მიიღებენ დღევანდელ მატჩში მონაწილეობას. რაც შეეხება ვალდესის შემცვლელ მეკარეს, იგი დღეს მეორე გუნდის მეკარე ანდრე ოიერი იქნება, რომელიც გვარდიოლამ გამოიძახა, პინტოს ამბავის შემდეგ.

მოგახსენებთ, რომ მატჩი “კამპ ნოუზე” დღეს თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება, სადაც “ბარსელონა” – “რასინგს” უმასპინძლებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward