“ლაიფციგის” ნახევარმცველმა, ნაბი კეიტამ, რომლისთვისაც “ლივერპული” იბრძვის, განაცხადა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიო გრანდში ასპარეზობა სურს.
“გასულ ზაფზულში ჩემით “არსენალი”, “საუთჰემპტონი”, “სიტი” და “ლივერპული” ინტერესდებოდნენ. იმედი მაქვს, 2-3 წლის შემდეგ იმდენად მაღალ დონეს მივაღწევ, რომ მსოფლიო გრანდში აღმოვჩნდები. ვგულისხმობ “ბარსელონას”, “რეალს” ან “მანჩესტერ სიტის“.-ციტირებს კეიტას სიტყვებს Sky Sports.
“ლაიფციგი” მზადაა 22 წლის ფეხბურთელი 70 მილიონ ფუნტად გაყიდოს.