როგორც მოგეხსენებათ, დღეს, “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი 30 წლის გახდა. წინა სტატიაში შემოგთავაზეთ არგენტინელის 30 საოცარი ფაქტი, მიღწევა და რეკორდი. ამჯერად კი მისი კარიერის 30 საუკეთესო მომენტს განვიხილავთ.
ლიონელ მესის კარიერა 2003 წლის 16 ნოემბერს დაიწყო, როცა ფრენკ რაიკაარდმა მას “პორტუ”-“ბარსელონას” მატჩის მეორე ნახევარი ანდო.
ბევრს აღარ ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენი ტიტული მოიგო, რამდენი ინდივიდუალური ჯილდო დაიმსახურა, რამდენი რეკორდი მოხსნა და რა კვალი დატოვა “ბარსელონაში” და ზოგადად “ფეხბურთში” გენიოსმა. გავიხსენოთ მისი 30 საუკეთესო მოგონება არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური გრანდის მაისურით:
1) 1994 წლის 30 მარტი – ჯერ კიდევ 6 წლის მესი “ნიუელს ოლდ ბოიზის” ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა. არგენტინაში ცნობილი მონაცემების თანახმად, ამ გუნდში, 1999 წლის ჩათვლით, მესიმ ჩატარებულ 176 შეხვედრაში 234 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში გატანილ 1.33 გოლს ნიშნავს.
2) 1998 წლის 8 მაისი – ამჯერად უკვე მესისთვის ერთ-ერთი სევდიანი და სამწუხარო მოგონება – სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა მისი ბებია. მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ლეო ფეხბურთელია და სწორედ მან აჩუქა ფეხბურთს არგენტინელი გენიოსი. მასვე ეძღვნება მესის მიერ გატანილი ყოველი გოლი.
3) 2000 წლის 17 სექტემბერი – მესი მამამისთან, ხორხესთან ერთად ბარსელონაში ჩაფრინდა “გამოცდის ჩასაბარებლად”. რა თქმა უნდა, პასუხი მაშინვე ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა მესი არგენტინაში დაბრუნდა და საბოლოო შედეგებს იქ დაელოდა.
4) 2000 წლის 14 დეკემბერს, კარლეს რეშაკმა ხოსე მარია მინგელასთან ერთად ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში ხელი მოაწერა მესის პირველ კონტრაქტს. იგი ძალაში 2001 წლის 1 მარტს შევიდა და მოქმედების ვადად 2003 წლის 30 ივნისი ჰქონდა მითითებული.
5) 2003 წლის 16 ნოემბერი – ლიონელ მესის დებიუტი ამხანაგურ მატჩში “პორტუს” წინააღმდეგ. ამ დროს არგენტინელი სულ რაღაც 16 წლისა და 145 დღის იყო. მატჩში, რომელიც რაიკაარდის გუნდმა მოურინიოს შეგირდებთან 0-2 დათმო, მოედანზე მესი ფერნანდო ნავაროს ნაცვლად მატჩის 75-ე წუთზე შემოვიდა.
6) რაც შეეხება ოფიციალურ დებიუტს, ეს 2004 წლის 16 ოქტომბერს შედგა – კატალონიურ დერბიში “ესპანიოლის” წინააღმდეგ. 17 წლისა და 114 დღის მესი მოედანზე დეკუს ნაცვლად შემოვიდა.
7) 2005 წლის 1 მაისი – მესის პირველი გოლი “ბარსელონას” მაისურით “ალბასეტეს” კარში ლა ლიგის 34 ტურის შეხვედრაში.
8) 2005 წლის 2 ივლისი – არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. სამხრეთ ამერიკელებმა ფინალში ნიგერია დაამარცხეს ანგარიშით 2-1. ორივე გოლი მესის ანგარიშზეა. ფეხბურთელი ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
9) 2005 წლის 17 აგვისტო – მესის სანაკრებო დებიუტი, რომელიც არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. ფეხბურთელმა “შური იძია” უნგრელ მოწინააღმდეგეზე, რომელმაც მის წინააღმდეგ წესები დაარღვია და მოედანზე გამოსვლიდან 90 წამში წითელი ბარათიც დაიმსახურა, რომელიც ჯერ-ჯერობით მის კარიერაში ერთადერთია.
10) 2007 წლის 18 აპრილი – გოლი “ხეტაფესთან”, რომელიც ისტორიას დარჩება. მესიმ საკუთარი თანამემამულის, დიეგო არმანდო მარადონას მიერ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის კარში კატანილი გოლის მსგავსად, დრიბლინგი საკუთარი ნახევრიდან დაიწყო, მისი გაჩერება ვერავინ შეძლო და ჯერ კიდევ 17 წლის ფეხბურთელმა კარის ბადეში ბურთი თავადვე გაახვია და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მესისა და მარადონას გოლებს შორის მსგავსება ამით არ ამოიწურება. 9 ივნისს, მან “ესპანიოლს” მარადონას მსგავსად ხელით გაუტანა.
11) 2008 წლის 23 აგვისტო – არგენტინა პეკინში ოლიმპიური ოქროს მფლობელია – სამხრეთ ამერიკელებმა ისევ ნიგერია დაამარცხეს მესის პასის შემდეგ დი მარიას მიერ გატანილი გოლით.
12) 2009 წლის 2 მაისი – ისტორიული გამარჯვება “სანტიაგო ბერნაბეუზე” – 2-6. მესის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია. აღნიშნულ მატჩში “ჩავიესტას” დუეტმა არგენტინელ გენიოსთან ერთად შესანიშნავი შოუ შემოგვთავაზა.
13) 2009 წლის 27 მაისი – მესის პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი. (2006-ში ფეხბურთელს ტრავმა ქონდა, რის გამოც “არსენალთან” შეხვედრა გამოტოვა). მესიმ მატჩის ბედი გადაწყვიტა, ჩავის პასის შემდეგ თავით გაუტანა გუნდს, რომლის დაცვაშიც რიო ფერდინანდი იდგა, კარში კი ედვინ ვან დერ სარი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2-0.
14) 2009 წლის 1 დეკემბერი – მესის პირველი “ოქროს ბურთი”. მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად კრიშტიანუ რონალდუ და ჩავი ერნანდესი გავიდნენ.
15) 2009 წლის 19 დეკემბერი – “ბარსელონა” იგებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, ამარცხებს რა “ესტუდიანტესს” ანგარიშით 2-1, მესის მიერ 109-ე წუთზე მკერდით გატანილი გოლით და ხდება პირველი გუნდი, რომელმაც ერთ კალენდარულ წელს 6 ტიტული მოიგო.
16) 2010 წლის 6 აპრილი – მესის პოკერი “არსენალთან”, ჩემპიონთა ლიგაზე.
17) 2011 წლის 28 მაისი – მესი კიდევ ერთხელ ამწუხრებს “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში და პედროსა და უეინ რუნის გოლების შემდეგ, კატალონიური გრანდი წინ გაყავს და მის გამარჯვებაში უდიდეს როლს თამაშობს. საბოლოო ანგარიში (3-1) დავიდ ვილიამ დააფიქსირა.
18) 2011 წლის 27 ივლისი – მესი 72 ქვეყნის 327 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა პელესა და უგო სანჩესთან ერთად კაცობრიობის სპორტულ მემკვიდრედ აღიარა.
19) 2011 წლის 18 დეკემბერი – მესის “ბარსელონამ” ნეიმარის “სანტოსი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა ანგარიშით 4-0. ლეომ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
20) 2012 წლის 10 იანვარი – “ბარსელონა” ხდება პირველი გუნდი ისტორიაში, რომლის 3 ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” კანდიდატთა სამეულში მოხვდა. ეს სამეული ჩავიმ, ინიესტამ და მესიმ დააკომპლექტეს და არგენტინელმა თავისი მესამე “ოქროს ბურთი” მოიგო.
21) 2015 წლის 22 ნოემბერი – მესის ჰეთ თრიქი “სევილიას” წინააღმდეგ (5-1). არგენტინელი ხდება ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. “ბარსას” ათიანმა ტელმო სარა ჩამოიტოვა, რომელმაც თავისი 251-ე გოლი 1955 წელს გაიტანა.
22) 2015 წლის 15 თებერვალი – მატჩი “ლევანტესთან” (5-0). მესის ანგარიშზე ჰეთ თრიქი და ერთი ასისტია, რომელიც ფეხბურთელისთვის 106-ე გამოდგა და ტელმო სარას გაუთანაბრდა ერთი კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე შესრულებული ასისტების რაოდენობით, ლა ლიგაში ჰეთ თრიქების რაოდენობით კი უსწრებს კრიშტიანუ რონალდუს.
23) 2015 წლის 6 ივნისი – “ბარსელონამ” თავისი მეხუთე ჩემპიონთა ლიგა მოიგო ფინალში “იუვენტუსის” დამარცხებით და თავისი მეორე ტრიპლეტიც მიითვალა. მესი ერთ-ერთია იმ 7 ფეხბურთელიდან, რომელმაც 2009 წლის შედეგი გაიმეორა. ამავე წლის ბოლოს, “ბლაუგრანამ” ლეოსთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო.
24) 2016 წლის 11 იანვარი – მესი იგებს თავის მეხუთე და ჯერ-ჯერობით ბოლო “ოქროს ბურთს” ხმების 41.33%-ით. ჩამოიტოვა რონალდუ (27.76%) და ნეიმარი (7.86%).
25) 2016 წლის 14 თებერვალი – მესი იოჰან კრუიფს “ბაძავს” და პენალტს ათამაშებს. ნაცვლად იმისა, რომ თავად გაეტანა, ბომბარდირობისთვის მებრძოლ ლუის სუარესს გაუგორა და სუარესმაც “სელტას” კიდევ ერთი გოლი გაუტანა. აღნიშნული მატჩი კატალონიელებმა 6-1 მოიგეს.
26) 2016 წლის 17 აპრილი – “ბარსელონა”-“ვალენსიას” მატჩში გატანილი გოლი ლეოსთვის მეხუთასე აღმოჩნდა პროფესიონალურ კარიერაში – 450 “ბლაუგრანას”, 50 კი ეროვნული ნაკრების მაისურით. ამ სეზონში მან ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით კიდევ 3 გოლის გატანა მოახერხა.
27) 2016 წლის 22 მაისი – “ბარსელონა” “გრანადას” დამარცხებისა და ლა ლიგის ტიტულის მოპოვების შემდეგ, კოპა დელ რეის ფინალში უგებს სევილიას ანგარიშით 2-0. ლეოს ანგარიშზე 2 ასისტია.
28) 2016 წლის 19 ივნისი – კოპა ამერიკა 2016- ის ნახევარფინალი. არგენტინა – ამერიკის შეერთებული შტატები 4-0. მესიმ ამ მატჩში ბატისტუტას რეკორდი მოხსნა და ეროვნული ნაკრების მაისურით 55-ე გოლი გაიტანა.
29) 2017 წლის 8 მარტი – საფეხბურთო სასწაული “კამპ ნოუზე”. “ბარსელონამ”, პარიზში განცდილი მარცხის შემდეგ (0-4), საკუთარ კედლებში პსჟ 6-1 დაამარცხა და მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ქამბექი შემოგვთავაზა. ამ მატჩმა კაცობრიობას კიდევ ერთი შესანიშნავი კადრი აჩუქა – სერჟი რობერტოს მეექვსე გოლის შემდეგ მესი ამ ისტორიულ გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს.

30) 2017 წლის 23 აპრილი – მესისთვის გამორჩეული საღამო. გარდა იმისა, რომ ლეომ 92-ე წუთზე მადრიდის “რეალს” გაუტანა, გუნდს გამარჯვება მოუტანა (3-2), რითაც დააბრუნა საჩემპიონო ბრძოლაში, ეს მესის მეხუთასე გოლი აღმოჩნდა “ბლაუგრანას” მაისურით და აღნიშვნაც გამორჩეული იყო, რის გამოც არგენტინელმა გენიოსმა და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

;))))) ♥
Messi ro geniaa eg xo vabshe magram avtoric magari tvinia
Gauchos transleri milani ramdenad daujda dzmebo ? Rogor mezizgeba gatuzo rogor utyavda yvelas magis coli movtyn
Leeeooo :-*
Shenc magari gaxamdi leo xedav 2 milions ucheren da ramxela xelpas itxov transpers agar aketebs gundi xo xedavt ra yle uprosobaa
მესი საკეთესოა! ბრავო მაგარი სტატიაა!
Dzalian kargi statiaaaa
ყველადროის საუკეთესო ფეხბურთელია უდაოდ ამას კარიერის ბოლოს მსოფლიო ყველაზე წინ დააყენებს…. ჩემთვის და ბევრისთვის საუკეთესოა ყველადროი ლეგენდააა <3
შეე ძაან მაგაროო
