ურუგვაის “ნასიონალმა” გუნდის სავარჯიშო მოედანს “ბარსელონას” სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის, ლუის სუარესის სახელი უწოდა. კატალონიელთა ვარსკვლავმა საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ გუნდში დაიწყო.
ლუის სუარესი “ნასიონალის” საფეხბურთო აკადემიას 14 წლის ასაკში შეუერთდა. 2005 წელს, 18 წლის ასაკში, მას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. სუარესმა “ნასიონალი” 2006 წელს დატოვა, როდესაც ჰოლანდიურ “გრონინგენში” გადავიდა.
მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა და “ნასიონალმა” გადაწყვიტა, სუარესისთვის პატივი ეცა. ურუგვაელებმა გუნდის სავარჯიშო მოედანს ლუისის სახელი უწოდეს.
მაგარია!
მაგარია ძააან აფასებენ სუას
რა გაუსწორდებოდა ჯეკას
Magaria