“ბარსელონას” ხელმძღვანელობა კვლავ ცდილობს, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, უსმან დემბელე შეიძინოს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი პარიზში ფეხბურთელის აგენტს, მუსა სისოკოს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა. სისოკომ “ბარსელონას” სთხოვა, რომ “ბორუსიას” კონკრეტული შეთავაზება გაუკეთოს. თავის მხრივ, აგენტმა პირობა დადო, რომ გერმანული კლუბის ხელმძღვანელობასთან თავის ურთიერთობას გამოიყენებს, რათა სატრანსფერო გარიგება შედგეს.