“ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა წარმოადგინა ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებსაც ერნესტო ვალვერდესთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. სავარაუდოდ, აქამდე თქვენ ეს არ იცოდით.
ხულენ გერერო (“ატლეტიკი”) – ბასკი ფეხბურთელი, რომელიც 10 წლის განმავლობაში “ატლეტიკის” კაპიტანი იყო.

პაბლო საბალეტა (“ესპანიოლი”) – არგენტინელი მცველი, რომელიც ამჟამად ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.

დარკო კოვაჩევიჩი (“ოლიმპიაკოსი”) – სერბი ფორვარდი, “რეალ სოსიედადის” ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც ვალვერდესთან ერთად საბერძნეთის ჩემპიონატი მოიგო.

კონსტანტინოს მიტროღლუ (“ოლიმპიაკოსი”) – ბერძენი ფორვარდი, რომელიც ამჟამად “ბენფიკას” ღირსებას იცავს.

ჟოან კაპდევილა (“ვილიარეალი”) – მცველი, რომელიც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

დიეგო გოდინი (“ვილიარეალი”) – ურუგვაელი მცველი, რომელმაც დიეგო სიმეონეს “ატლეტიკოში” გადასვლამდე აღნიშნულ კლუბში 3 სეზონი გაატარა.

რობერტ პირესი (“ვილიარეალი”) – “არსენალის” ყოფილი მოთამაშე, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.

არიელ იბაგასა (“ოლიმპიაკოსი”) – არგენტინელი ნახევარმცველი, რომელიც საბერძნეთში ვალვერდესთან გადასვლამდე “ვილიარეალისა” და “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

კევინ მირალასი (“ოლიმპიაკოსი) – “ევერტონის” ბელგიელი ფორვარდი, რომელიც საბერძნეთში 2 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა.

დიეგო ალვესი (“ვალენსია”) – მოგერიებული თერთმეტმეტრიანებით სახელგანთქმული მეკარე.
შენიშვნა: ფრჩხილებში ჩასმულია გუნდები, სადაც ჩამოთვლილი ფეხბურთელები და ერნესტო ვალვერდე ერთად მუშაობდნენ.
არ მგობია ამან ტიტულები დადოს, ხარიზმა აკლია, ერთ პლიუსი ისაა რომ ასაკშია წინა მწვრთნელებთან შედარებით და მეტი გამოცდილობა უნდა ქონდეს. მინუსი ავტორიტეტული არ მგონია და შემადგენლობის დაყენებაში ბევრი ვინმე ჩაერევა, რაც გუნდს არევს. შანსი რო გაქაჩოს, ახალგაზრდები უნდა ამოქაჩოს იაფი მოთამაშეები, მარლონს ალენიას და სხვებს მეორე მესი შეილება არ გამოვიდეს მარა ინიესტა და ხავისმაგვარი მანდ უნდა მოიძებნოს, ვერ იქნება ვერატი ხავი სხვა მენრალიტეტში გაზრდილია
მაგარი მწვრთნელი ჩანს!