“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ესპანეთის სამეფო თასის ფინალის შემდეგ აღნიშნა, რომ “ალავესთან” გამარჯვება რთული აღმოჩნდა.
“ფინალის ჩატარება ფავორიტის სტატუსითაც კი ძნელია. ბედნიერები ვართ, რადგან მიზანს მივაღწიეთ და სეზონი გამარჯვებით დავასრულეთ.
სხვა ტურნირებზე საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ და დაგვსაჯეს. სამეფო თასი ზედიზედ მესამეჯერ მოვიგეთ და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება.”-ამბობს ინიესტა.