დღეს, ზუსტად საუკუნის მეოთხედი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” ევროპის ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოიგო.
1992 წლის ზაფხული, ქალაქ ბარსელონასთვის, გარდამტეხი გამოდგა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებამ კატალონიის დედაქალაქი რადიკალურად გარდაქმნა და ევროპაში ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცია.
ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან რამდენიმე კვირით ადრე, ბარსელონას მცხოვრებლებს სიამაყის კიდევ ერთი და ძალიან დიდი საბაბი მიეცათ. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მათმა საყვარელმა კლუბმა ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.
წლები “უდაბნოში”
“ბარსელონა”, რომელიც ევროპის უდიდეს სტადიონზე თამაშობდა, კონტინენტური მასშტაბის გრანდად ყოველთვის მიიჩნეოდა. თუმცა, ევროპის უმთავრესი საკლუბო ჯილდო კატალონიურ კლუბს ყოველთვის გაურბოდა. “ლივერპულს” ჩემპიონთა თასი 4-ჯერ ჰქონდა მოგებული, “აიაქსსა” და “ბაიერნს” – სამ-სამჯერ. “სელტიკს”, პსვ-ს, “ასტონ ვილას”, “რედ სტარსა” და “ნოტინგემ ფორესტსაც” კი ჰქონდათ ეს ჯილდო მოგებული. “ბარსას” გულშემატივრებს ყველაზე დიდ ტკივილს ის აყენებდა, რომ “რეალი” ამ ტურნირის ექვსგზის გამარჯვებული იყო.
ბაზრობათა თასი (ამჟამად ევროპა ლიგა) და თასების მფლობელთა თასი კარგი იყო, მაგრამ Orejona (დიდყურა) თასი, როგორც მას ესპანეთში უწოდებენ, თვალს მაინც აკლდა.
დღევანდელი ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, 25 წლის წინ, ეს ტურნირი ღია მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონებისთვის იყო. “ბარსელონასთვის” სამწუხაროდ, ესპანეთიდან ამ ტურნირზე, უმეტეს შემთხვევაში, “რეალი” თამაშობდა. 1991/92 წლების სეზონი მხოლოდ მეხუთე შემთხვევა იყო, როდესაც კატალონიურმა კლუბმა ჩემპიონთა თასზე ითამაშა.
წინა ოთხ შემთხვევაში, “ბარსა” მინიმუმ ნახევარფინალამდე მისვლას ახერხებდა. მანამდე ბოლო გამოსვლა კი 1986 წლით თარიღდებოდა, როდესაც კატალონიელებმა ფინალამდე მისვლა მოახერხეს. არავინ ელოდა, რომ “ბარსელონა”, გადამწყვეტ მატჩში, ბუქარესტის “სტიაუასთან” დამარცხდებოდა. სევილიაში გამართული დაპირისპირების ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ესპანელბმა ოთხი დარტყმა გააფუჭეს და 0:2 წააგეს.
გზა უემბლიმდე
“ბარსელონას” მილიონობით გულშემატკივარს ეპატიება, თუ მათ 1991/92 წლების სეზონი კარგად არ ახსოვთ. იმ დროს, საკაბელო და სატელიტური ტელევიზია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტერნეტზე, მიუწვდომელი იყო. ამის გამო, ესპანეთს გარეთ, როსტოკის “ჰანზასთან” 3:1 მოგება, ან “კაიზერსლაუტერნთან” ხოსე მარი ბაკეროს მიერ ბოლო წამებზე გატანილი გამარჯვების გოლი ბევრს არ უნახავს.
იმ წელს პირველად მოხდა, რომ UEFA-მ ამ ტურნირს ჯგუფური ეტაპი დაამატა. “ბარსელონა” ჯგუფში პრაღის “სპარტასთან”, “ბენფიკასთან” და კიევის “დინამოსთან” ერთად მოხვდა. ამ ოთხეულში პირველ ადგილზე გასული გუნდი ფინალში ითამაშებდა. კატალონიელებმა 12 შესაძლებლიდან 9 ქულა აიღეს და მეორე ჯგუფში გამარჯვებულ “სამპდორიასთან” ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
2017 წლის გადმოსახედიდან, გენუელებთან დაპირისპირება იოლ გასეირნებად მოსჩანს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ 1992 წელს, გუნდები ჯერ კიდევ შეზღუდულნი იყვნენ უცხოელი ფეხბურთელების რაოდენობით. ტელევიზიებიდან კლუბები დიდ ფულს არ ღებულობდნენ. გაცილებით ნაკლები იყო საერთაშორისო ბაზარზე მაისურების გაყიდვები, ისევე, როგორც სპონსორებისგან მიღებული თანხები.
იმ დროს, ევროპული ფეხბურთი გაცილებით გათანაბრებული იყო, ვიდრე ახლაა. იტალიის იმდროინდელ ჩემპიონ “სამპდორიაში” კი ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ პალიუკა, ვიალი, მანჩინი და სერეზო.
თერთმეტმეტრიანების სერია ჰორიზონტზე… და კუმანის გოლი!
და დადგა ნანატრი 1992 წლის 20 მაისიც. “ბარსელონას” ათასობით გულშემატკივარი ჩრდილოეთისკენ სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტით დაიძრა. მათ წინ ძალიან დაძაბული 90 წუთი ელოდათ, რომელიც უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრა დამატებით ტაიმებში გადავიდა და გუნდებს თერთმეტმეტრიანების სერიამდე მხოლოდ 8 წუთი აშორებდათ, როდესაც რონალდ კუმანის საჯარიმო გასროლამ “ბარსელონას” ისტორია სამუდამოდ შეცვალა.
დანარჩენი კი, როგორც ამბობენ, ისტორიაა. ბურთი “უემბლის” სტადიონის კარის ბადეს შეეხო, რაც, შემდეგომში, ლეგენდარულ სურათად იქცა. ვიხილეთ ბარაიერებთან მებრძოლი იოჰან კრუიფი, რომელიც ცდილობდა მოზეიმეებს შეერთებოდა. სწორედ ჰოლანდიელი იყო ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი ჩაიფიქრა და მოიფიქრა.
ქალაქ ბარსელონაში კი გულშემატკივრები მანამდე უნახავ ემოციებს გამოხატავდნენ. ავტომობილები ასიგნალებდნენ, დროშებით შეიარაღებულ ხალხს კი რამბლას მოედანი ისე გადაეჭედა, როგორც არასდროს.
“ბარსელონას” გულშემატკივრობა ამაზე სასიამოვნო არასდროს ყოფილა. “დიდყურა”, როგორც იქნა, კატალონიისკენ მიემართებოდა. ლოდინი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა.
ბედნიერი გაგრძელება
2 კვირის შემდეგ, ბარსელონაში საზეიმო განწყობა კიდევ ერთხელ გამეფდა, მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა მადრიდის “რეალს” ესპანეთის ჩემპიონობა ბოლო ტურში წაართვეს. ამას მოჰყვა ოლიმპიური თამაშები… ეს ახალი ერის დასაწყისი იყო.
მას შემდეგ, ბოლო 25 წლის განმავლობაში, “ბარსელონამ” იმდენ წარმატებას მიაღწია, რომ იოლი დასავიწყებელი გახდა ის ემოციები, რასაც მრავალნატანჯი “ბარსელონას” გულშემატკივრები განიცდიდნენ.
თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა წარმატებებს ეზიარა “ბარსელონა” ამ დროის განმავლობაში. 1992 წლის ზაფხულს მაინც ვერაფერი შეედრება.
რამდენს გახსოვთ ეს ფინალი?
მეამაყება ბარსას ფანი რომვარ !! <3
იმ ხალხმა ვინც ბარსაში მესი ბუსკეცი ინიესტა ხავი ფაბრეგასი პიკე პუიოლი ვალდესი პედრო და არ მინდა ვინმე გამომრჩეს გაზარდა მერე შანსი მისცა ათამაშა ასწავლა ფეხბურთი და ა. შ. იმათი დამსახურებაა ის რომ დღეს ბარსა საუკეთესოა მსოფლიოში 99% და მერე დანარჩენის. სკოლის მასწავლებლის მზარეულის და ა. შ. 😀
საუკეთესო კლუბის ფანები ვართ!!!
ჰალა მადრიდს რა ჭირს ვეგარ შევდივარ
ბოლო 25 წლის საუკეთესო გუნდივართ