მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლას პალმასთან” მატჩისთვის განაცხადი ცნობილია

“ლას პალმასთან” მატჩისთვის განაცხადი ცნობილია

“ლას პალმასთან” მატჩამდე დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ ლუის ენრიკემ ის 19 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც კანარის კუნძულებზე გაემგზავრებიან.

ასტურიელმა სპეციალისტმა “ბარსა ბ”-დან კარლეს ალენიასა და მარლონს უხმო. მატჩს ხერარდ პიკე, ალეიშ ვიდალი, მატიე და რაფინია ტრავმის გამო გამოტოვებენ და ასევე სერხი რობერტო, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

ლუკა დინმა ფეხის კუნთების ტრავმის მოშუშების შემდეგ სამედიცინო პერსონალისგან თამაშის ნებართვა აიღო და გუნდს შეუერთდება.

სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, მასიპი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, არდა თურანი, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, გომეში, უმტიტი, ალენია, მარლონი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში