"ბარსელონასა" და ბრაზილიის ფედერაციას შორის კონფლიქტი მწიფდება

"ბარსელონასა" და ბრაზილიის ფედერაციას შორის კონფლიქტი მწიფდება

ბრაზილიელებს ნეიმარის კოპა ამერიკასა და ოლიმპიადაზე წაყვანა სურთ, რასაც კატალონიელები ეწინააღმდეგებიან.

როგორც ცნობილია, ინტერესთა კონფლიქტის გამო, შესაძლოა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთობის საკითხი, სერიოზულად გართულდეს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში კოპა ამერიკა და ოლიმპიადა გაიმართება. ბრაზილიელებს "ბლაუგრანას" ვარსკვლავის მონაწილეობა ორივე ტურნირზე უნდათ.

წყარო წერს, რომ ამ ტურნირებზე გამოსვლა თავად ფეხბურთელსაც სურს. თუმცა, თავის მხრივ, ბარსელონაში არ უნდათ, რომ ნეიმარმა მთელი თავისი ენერგია ნაკრებში დახარჯოს, განსაკუთრებით კი ოლიმპიადაზე. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში კლუბი მოლაპარაკებების მაგიდას, ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დუნგასთან და 24 წლის თავდამსხმელთან ერთად მიუჯდება.

აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკის გათამაშება ფიფას კალენდარში შედის, რის გამოც კატალონიელებს ნეიმარის არდათმობის უფლება არ აქვთ. რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს, ის ამ კალენდრის ნაწილი არ არის.

მხარეები, ნეიმარის, "ბარსელონასა" და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ინტერესთა გათვალისწინებით, კომპრომისის პოვნას შეეცდებიან, თუმცა, ბუნებრივია, ეს რთული იქნება.

შეგახსენებთ, 2008 წელს, "ბლაუგრანამ" ლიონელ მესის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების უფლება მისცა. არგენტინელი ჩინეთიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. აგრეთვე, გუნდის თავკაცი ლუის ენრიკე 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LM10-JR11
    სტუმარი [?]
    #13 11 მარტი 2016 21:39
    1
    ციტატა: ni ni
    am

    რა იყო რა ფოტო გიყენია???
    ni ni
    სტუმარი [?]
    #12 11 მარტი 2016 17:11
    0
    am
    zura barca
    სტუმარი [?]
    #11 11 მარტი 2016 09:53
    0
    დაწყნარდით ხალხნო...ნეიმარი ბარსადან წამსვლელი არაა...თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს წავა თუარა ოლიმპიადაზე და კოპა ამერიკის ტურნირებზე...ნეიმარსაც უნდა გაუგონ...ნაკრებშიც სურს წარმატების მიღწევა...კიდევ უფრო გაიზრდება და დაიხვეწება...
    barca_1999
    სტუმარი [?]
    #10 10 მარტი 2016 22:59
    0
    აჰა კიდევ ერთი ინტერესთა კონფლიქტი! მომბეზრდა უკვე cool fan flag
    BCN_CHAMPION
    სტუმარი [?]
    #9 10 მარტი 2016 22:31
    0
    უნდა გაუშვან, ფეხბურთელის მთავარი ოცნებაა ნაკრებში წარმატება და ასეში შეზღუდვა ცოტა რთულია, ნუ არასამართლიანს არ ვიტყვი რადგან ხელფას დიდის იღებს კლუბისგან
    Culé [?]
    #8 10 მარტი 2016 22:17
    1
    ჯერ გუნდი მერე კლუბი.!!! ესნეიი ისეთ სიტუაციას უქმნიან ნეიმარს ნელ ნელაა როო არ გამიკვირდება მართლა რო წავიდეს ბარსადან. არ შეიძლება ესეე.. მითუმეტეს ბრაზილიელებთან მიმართებაშიი.. ამ ხალხისთვიის ქვეყნის ნაკრებში თამაში უდიდესი მატივიაა.. ფეხბურთით ცხოვრობენ.. პელეეე რატოო უყვართ ? სამხრეთ ამერიკაში კლუბში მიღწეული შედეგებით კი არაა გუნდის შედეგებით აფსებენ პირველ რიგში.
    RONALDINHO LEGEND)
    სტუმარი [?]
    #7 10 მარტი 2016 21:58
    0
    Ratqmaunda unda gaushvann Mara barcas poziciac gasagebia msoflios mere meymaris travma da es nagdad AR awyobs barcas
    მწერალი [?]
    #6 10 მარტი 2016 21:25
    0
    ფეხბურთელის სურვილი ყველაფერზრ მაღლა უნდა დადგეს
    messimessi
    სტუმარი [?]
    #5 10 მარტი 2016 20:53
    0
    ოლიმპიური ოქრო ყველა დიდ სპორცმენს სურს ასე რო ვერ გაამტყუნებ ნემოს.თუმცა რო არ წავიდეს ჯობია ტანაც ფიფას კალენდარში არც ყოფილა და მგონი გოლებიც არ ჩაეტვლება ამ წლის მაშტაბით. ასე რო დაიკიდოს ჯობია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 მარტი 2016 20:39
    1
    ციტატა: ravicierti

    ჯობს მარტო ოლიმპიადაზე წავიდეს

    პირიქით მარტო კოპაზე უნდა წავიდეს. ბევრად მნიშვნელოვანია და ამ დონის ტურნირებზე უნდა ითამაშოს. აი ოლიმპიადა რა ჩემი ფალოსია და რატო ტარდება დღემდე ვერ გავიგე. მანდ უნდა ათამაშონ ახალგაზრდები და ის ფეხბურთელები ვინც სხვა დროს ვერ ხვდება ნაკრებში
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Bastardos Madrid
    სტუმარი [?]
    #3 10 მარტი 2016 20:27
    0
    ციტატა: graciasxavi6
    აუ ვინც წაიკითხა მოკლედ რაო რა მინდაო?

    რადააა
    ნეისაც უნდა ორივე ტუენირზე თამაშიო.
    კოპა ფიფას კალენდარშია ამიტომ იქ უეჭველი იქნება მეი და ოლიმპიდაზე კი მოლაპარაკების მერე გაირკვევა წავა თუ არა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 მარტი 2016 20:27
    1
    აქ ტრამვის ფაქტორია სხვა მიზეზი არალოგიკურია.
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #1 10 მარტი 2016 20:22
    0
    აუ ვინც წაიკითხა მოკლედ რაო რა მინდაო?