გუშინ გაცნობეთ, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, ხუან კარლოს უნსუესა და გუნდის ბრაზილიელ შემტევს, ნეიმარს შორის, ვარჯიშზე, მცირე კონფლიქტი მოხდა. დღეს, ამ ინციდენტის შესახებ, მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი.
Marca-ს ინფორმაციით, უნსუე ნეიმარის ვაჯიშებისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილო დარჩა და მან ბრაზილიელს შემდეგი ტექსტით მიმართა: “თუ ასე განაგრძობ, რონალდინიოსავით დაამთავრებ.”
რონალდინიო “ბარსელონაში” 2003-2008 წლებში თამაშობდა. პირველ სამ სეზონში გაბრწყინების შემდეგ, ბრაზილიელმა ლეგენდამ, ბოლო 2 სეზონი, ძალიან ცუდად ჩაატარა, რის გამოც, კატალონიელებმა ის “მილანში” გაუშვეს.
რაც შეეხება ნეიმარს – მას წარმატებული სეზონი ნამდვილად არ აქვს. ჩატარებელ 42 შეხვედრაში ბრაზილიელმა მხოლოდ 16 გოლი გაიტანა.
ნეიმარს უნსუესთვის მოსმენა ნამდვილად მართებს იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.



