“ბარსელონა” თავისი საუკეთესო შემადგენლობით ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კატალონიური კლუბი 81 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, რაც შესანიშნავი შედეგია.
“ბარსელონას” ქომაგთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდის საუკეთესო თერთმეტეული ასეთია: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი. ეს შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ, 3-ბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრას ცდილობდა.
დიდი ალბათობით, სწორედ ეს ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან შაბათს “ვილიარეალს” (ანდრეს ინიესტამ ტრავმა მოიშუშა) და სეზონის გადამწყვეტ ფაზაში მადრიდის “რეალზე” ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ ეს თერთმეტეული ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე ჯერ არ გამოსულა. 35 მატჩში, რომელიც “ბარსელონამ” ლა ლიგის ფარგლებში ჩაატარა, ლუის ენრიკეს სხვადასხვა მიზეზების გამო, ოპტიმალური შემადგენლობით თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონია.
“კამპ ნოუზე”, “რეალთან” გამართულ მატჩში, ინიესტასა და სამუელ უმტიტის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ხავიერ მასკერანო და ანდრე გომეში მოხვდნენ. “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ნეიმარის დისკვალიფიკაციის გამო, თავდასხმის მარცხენა ფლანგი პაკო ალკასერმა შეავსო.
ეს ფაქტი ნათლად ასახავს იმას, თუ რა რესურსებით უწევდა სამწვრთნელო შტაბს მთელი სეზონის განმავლობაში პრიმერა დივიზიონის ტიტულისთვის ბრძოლა. არ გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საუკეთესო ფეხბურთელებზე იმედი დაამყარო, ირეალურ იდეას ჰგავს. იმედი ვიქონიოთ, რომ 36-ე ტურში ეს პრობლემა გამოსწორდება…




დროზე გაუშვან რა ენრიკე თორე კარგათ იქნება ჩვენი საქმე
მაგრად ვითამაშებთ დღეს
Mament yvela tamashs ki movigebt mara realma aramgonia waagos … maqsimum erti fre gaagoton rac ar gvawyobs
Rotaciam dagvakcia
მიდით ლომებო მოუგეთ!!!