ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) დისციპლინარული კომიტეტი “ესპანიოლს” ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში, გულშემატკივართა მიერ ჩადენილი საქციელის გამო დასჯის.
ქომაგები “ბარსელონას” მცველის ჟერარ პიკესა და მისი ცოლის, შაკირას მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ. საერთო ჯამში, 6 დარღვევა დაფიქსირდა. სავარაუდოდ, “ესპანიოლს” ფულად ჯარიმას დააკისრებენ.
კატალონიური დერბი მსგავსი ინციდენტებით გამოირჩევა. 2016 წელს “ესპანიოლის” ფანებმა რასისტული წამოძახილებით შეურაცხყოფა ნეიმარს მიაყენეს, “ბარსელონას” ფორვარდი, ლუის სუარესი კი მათ ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის იანვარში “ესპანიოლი” პიკესა და შაკირასთან დაკავშირებული შეურაცხმყოფელი ბანერების გამო 24 ათასი ევროთი დაისაჯა.



