“ჩელსის” ლიდერი ედენ აზარი თვლის, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეს რომ მიაღწიოს, უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს.
“თამაშიდან თამაშამდე ვცდილობ უფრო ეგოისტურად ვიმოქმედო. ვიცი, რომ უკეთესია მეტი გოლი გავიტანო, თუ მინდა, რომ მესისა და რონალდუს დონეს მივაღწიო. ამაზე ვმუშაობ”, – აცხადებს აზარი.

