ფეხბურთელების ღირებულების დამდგენმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, Transfermarkt-მა ლა ლიგის მოთამაშეთა ფასები განაახლა.
ცვლილებებია რეიტინგის სათავეში – ფრენკი დე იონგი ერთპიროვნულად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისმა ფასმა, რომელიც 10 მილიონით გაიზარდა, 90 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე-მესამე ადგილებს მარკოს ლიორენტე და 18 წლის პედრი ინაწილებენ.
პედრიმ გაასწრო ანსუ ფატის, რომლის ღირებულებაც, ხანგრძლივი ტრავმის გამო, 20 მილიონით, 60 მილიონ ევრომდე შემცირდა. თუმცა ის გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სამეულში მაინც რჩება.
“ბარსელონაში” ყველაზე მეტად გავის ფასმა მოიმატა. 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც აქამდე საერთოდ არ იყო შეფასებული, ახლა 25 მილიონად შეფასდა. საინტერესოა, რომ ამდენივე ღირს “რეალის” ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი. ასევე აღსანიშნავია, რომ გავი ფილიპე კოუტინიოზე 5 მილიონით ძვირი ღირს – ბრაზილიელის ფასი კიდევ 10 მილიონით შემცირდა.
ფატისა და კოუტინიოს გარდა ფასი შეუმცირდათ ლანგლეს, ტერ შტეგენს, ალბას, რობერტოს, აგუეროს, პუჩს, უმტიტის, პიკეს, ლუკ დე იონგს, ნეტუს, კოლიადოსა და ბუსკეტსს. ფასი გაეზარდათ გავის, ფრენკი დე იონგს, პედრის, ნიკოს, მინგესას, დესტს, ბალდეს, დემირსა და პენიას, ხოლო დეპაის, გარსიას, დემბელეს, ვაგეს, ბრეითუეიტისა და არაუხოს ღირებულება უცვლელი დარჩა.
პროცენტულად ყველაზე დიდი სხვაობა ნიკო გონსალესის ფასმა დააფიქსირა – 1500%-იანი მატება. ნიკო მხოლოდ ნახევარ მილიონად იყო შეფასებული, ახლა კი 8 მილიონად ფასდება. 900%-ით გაიზარდა ალექს ბალდეს ფასი, რომელიც ასევე ნახევარი მილიონი ღირდა, ახლა კი 5 მილიონი ღირს.
| ფეხბურთელი | ღირებულება | სხვაობა | სხვაობის % | ასაკი |
|---|---|---|---|---|
| ფრენკი დე იონგი | €90.00მ | €10.00მ | 12.5% | 24 |
| პედრი | €80.00მ | €10.00მ | 14.3% | 18 |
| ანსუ ფატი | €60.00მ | €-20.00მ | -25.0% | 18 |
| მარკ-ანდრე ტერ შტეგენი | €55.00მ | €-5.00მ | -8.3% | 29 |
| უსმან დემბელე | €50.00მ | – | – | 24 |
| მემფის დეპაი | €45.00მ | – | – | 27 |
| სერჟინიო დესტი | €30.00მ | €5.00მ | 20.0% | 20 |
| გავი | €25.00მ | €25.00მ | – | 17 |
| რონალდ არაუხო | €25.00მ | – | – | 22 |
| ფილიპე კოუტინიო | €20.00მ | €-10.00მ | -33.3% | 29 |
| ერიკ გარსია | €20.00მ | – | – | 20 |
| კლემან ლანგლე | €18.00მ | €-7.00მ | -28.0% | 26 |
| სერჟი რობერტო | €15.00მ | €-3.00მ | -16.7% | 29 |
| ჟორდი ალბა | €15.00მ | €-5.00მ | -25.0% | 32 |
| სერხიო არაუხო | €15.00მ | €-3.00მ | -16.7% | 33 |
| რიკი პუჩი | €15.00მ | €-3.00მ | -16.7% | 22 |
| ოსკარ მინგესა | €15.00მ | €5.00მ | 50.0% | 22 |
| იუსუფ დემირი | €12.00მ | €4.00მ | 50.0% | 18 |
| მარტინ ბრეითუეიტი | €9.00მ | – | – | 30 |
| სერხიო ბუსკეტსი | €9.00მ | €-1.00მ | -10.0% | 33 |
| ნიკო გონსალესი | €8.00მ | €7.50მ | 1500.0% | 19 |
| ჟერარ პიკე | €7.50მ | €-2.50მ | -25.0% | 34 |
| ლუკ დე იონგი | €7.50მ | €-2.50მ | -25.0% | 31 |
| ალექს ბალდე | €5.00მ | €4.50მ | 900.0% | 17 |
| სამუელ უმტიტი | €5.00მ | €-3.00მ | -37.5% | 27 |
| ნეტუ | €5.00მ | €-1.00მ | -16.7% | 32 |
| ალექს კოლიადო | €4.00მ | €-1.00მ | -20% | 22 |
| მუსა ვაგე | €4.00მ | 23 | ||
| ინიაკი პენია | €3.00მ | €0.5მ | 20% | 22 |
მერე რა თუ მსოფლიო ლაპარაკობს, აქაურმა გენიოსებმა თუ თქვეს არ ვარგაო ესეიგი არ ვარგა და მორჩა🤣🤣🤣, ხუმრობის გარეშე ამასთან ერთად უძლიერესი თაობა მოდის
ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს, ამათ ახლა სწორი მწვრთნელი და განვითარების სწორი მიმართულება უნდათ და იფრენენ
ჩავია საჭირო სასწრაფოდ, ან გვარდი..
აქ ვინც ლანძღავს გონზე არა ფეხბურთი ფიფას თამაში გონიათ რაც უფრო მეტი სირბილი აქვს ესეიგი ავტომატურად მაგარიაა მაგათ რომ უსმინო ბუსკვერცხია და სუა მძორია მესი ჩაჯმული…. უცოდინარობა მანდ გამოხატება რომ ვერ ხვდება რატომა პედრი მაგარი და რატომ ღირს 80…))))))))
მერე რა თუ მსოფლიო ლაპარაკობს, აქაურმა გენიოსებმა თუ თქვეს არ ვარგაო ესეიგი არ ვარგა და მორჩა🤣🤣🤣, ხუმრობის გარეშე ამასთან ერთად უძლიერესი თაობა მოდის
ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს, ამათ ახლა სწორი მწვრთნელი და განვითარების სწორი მიმართულება უნდათ და იფრენენ
რავიცი ვეღარ ვხვდები ვერაფერს, 18 წლის ბავშვი 80 მილიონი ღირს და აქ ზოგიერთი ლანძღავს და სტილს უწუნებს. ვერაფერს ვიტყვი , მაგრამ ხო ფაქტია მსოფლიო ლაპარაკობს არა მარტო პედრიზე. იგივეა გავისთან მიმართებითაც.
ერთი კვირის უკან არაფერი არ ღირდა გავი.ჯერ დებილ ბართომოეს ამით შეძლო ფულო ეშოვა შიგადაშიგ გამოეზარდა ტალანტები და გაეყიდა.ამდენი ვალი გუნდს რა უაზროდ აეკიდა.
2019 წლის 20 დეკემბრის აფდეითზე ღირდა 90 მილიონი. შემდეგ ღირდა 72, 70, 65, 80 და ახლა ისევ 90.
ხო აი ახალგაზრდებს მაგალითს რო აჩვენებს ისეთი მწვრთნელი გვინდა და სერიოზული თაობაა
აზრზე ხართ საერთოდ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის ??? მთავარია ესენი შევინარჩუნოთ და დალშე რაც გამოვააგასაც ნახავთ , და თუ ჰოლანდი მოვიდა ხო ვააბშე ერთი ტრანსფერი აგვიყვანს ფეხბურთის ოლიმპზე , და კიდე მწვრთნელის თემაც მოსაგვარებელია თავისთავად
ვაგე კიდე ჩვენი ფეხბურთელია?
ბოლოსწინა აფდეითზეც 90 მილიონი ღირდა.