“ბარსელონამ” Youtube-ს ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ლიონელ მესის მეგობრები არგენტინელს კატალონიური კლუბის მაისურით გატანილ საიუბილეო მე-500 გოლს ულოცავენ.
“ლეო, ძმაო, გიგზავნი შეტყობინებას, რათა საიუბილეო მე-500 გოლი მოგილოცო. მე მათგან პირველის გატანაში დაგეხმარე. მოხარული ვარ და სიყვარულით გილოცავ.” – რონალდინიო.
“მეგობარო, ვერაფერს გეტყვი ისეთს, რაც შენთვის აქამდე არ მითქვამს. შენი წარმატებებით მოხარული ვარ და მინდოდა ბოლო მიღწევა მომელოცა – 500 ოფიციალური გოლი “ბარსელონას” მაისურით. მინდა, რომ კიდევ 500 გაიტანო. შენ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ. კიდევ ერთხელ გილოცავ.” – ხოსე მანუელ პინტო.
“ლეო მინდოდა მე-500 გოლი მომელოცა. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ გაიტან. რეკორდების დამხობა გააგრძელე.” – სერხიო აგუერო.
“500 გოლი “ბარსელონას” მაისურით უნიკალური მიღწევაა. მხოლოდ ერთ პიროვნებას შეეძლო ამის გაკეთება და ეს შენ ხარ. გაუმარჯოს “ბარსელონასა” და კატალონიას.” – ერიკ აბიდალი.
“გილოცავ ლეო მე-500 გოლს. მსგავსი შედეგის დაფიქსირებისთვის უკეთესი ადგილი არ არსებობს. არასდროს წახვიდე და ამ მომენტით დატკბი.”-კარლეს პუიოლი.
“ლეო ჩემი და გუნდის სახელით გილოცავ. შენთან ერთად ამ სიხარულის გაზიარება დიდი სიამოვნებაა და ვიმედოვნებ, რომ წინ კიდევ უამრავი ასეთი მომენტი გვექნება. წინსვლის გაგრძელება შეგვიძლია.”-ანდრეს ინიესტა.
ამასთანავე, არგენტინელს მისალოცი შეტყობინება გაუგზავნეს სილვინიომ და გაბრიელ მილიტომ.
დიდი ხანია მესის გადამწყვეტ თამაშებში ბევრი არაფერი გაუკეთებია და ახლა რეალთან რომ გააკეთა თავისი საქმე,მაგრად გამიხარდა
მესიამოვნა, ძალიან კარგი ჟესტია
😀 ატლეტიკოსთან ლიგაზე 2014ში მეორე თამაშში უფრო ))
საოცრება ხარ
პინტოს მილოცვა მესიამოვნა ყველაზე მეტად, ერთხელ მაგ კაცმა, აღარ მახსოვს რომელ თამაშში, მესიზე მეტი ირბინა!!!!
აუ მაგარია რა, რა მაგრა ულოცავენ მესის!!!
მაგარი ვიდეოა!!!

რამაგარი ვიდეოაა:))
150? მეტი არა? მაგას მარტო ორ ნახევრ სეზონში გაიტანს 2025 წელს ექნება მაგარი შედეგი
ამიტომ გვიყვარს ბარსა !
Ra xalxi marto Ami's gamo uyvart fexburti
ლეგენდები სუყველააა
ნეტა მართლა ეჭვი თუ ეპარება ვინმეს მესიში? :დდდ პატარა ცხოველიაა მეფე:დდდ<3