Todomercadoweb-ის ინფორმაციით, “ფეინოორდის” თავკაცმა, ჯოვანი ვან ბრონხორსტმა, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერაში წინ სერიოზული ნაბიჯი გადადგას.
წყაროს თანახმად, “ბარსელონა” 42 წლის სპეციალისტს ლუის ენრიკეს პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს. კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობას აოცებს გუნდის ყოფილი მოთამაშის მიერ გაწეული სამუშაო “ფეინოორდის” სათავეში.
“ფეინოორდი” ერედივიზიის ლიდერია და გუნდი 1999 წლის შემდეგ პირველად, შესაძლოა, ქვეყნის ჩემპიონი გახდეს.