workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” ამხანაგურ მატჩში 1,5 მილიონ ევროს ითხოვს

”ბარსელონა” ამხანაგურ მატჩში 1,5 მილიონ ევროს ითხოვს

პოლონურ კლუბ ”პოლონიას”  100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ”ბარსელონასთან” ამხანაგური მატჩის გამართვა სურს.

ამ თამაშში ”ბარსელონა” 1,5 მილიონ ევროს ითხოვს, რაც საკმაოდ ძვირია. აქედან გამომდინარე კლუბი შეეცდება გადახედოს სხვა შესაძლო ვარიანტებსაც. ჩვენ სხვა იდეებიც გვაქვს. სულ ახლახანს ჩვენ დავიქირავეთ ჰოლანდიელი მწვრთნელი. ის დაგვეხმარება მოლაპარაკებების წარმოებაში ისეთ სერიოზულ გუნდებთან, როგორებიც არიან ”აიაქსი” და ”ფეინოორდი””- განაცხადა ”პოლონიის” მეპატრონემ, Sport.pl-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, შარშან ”ბარსელონას” აზიური ტურნე ჰქონდა. თითოეულ თამაშში, რომელიც ამ ტურნეს ფარგლებში ჩატარდა,”ბარსელონამ” 2 მილიონი ევრო მიიღო. თითქმის იგივე ფასები აქვს მადრიდის ”რეალს”. ”თეთრებს” ევროტურის ფარგლებში ალბანურ კლუბთან ჩატარებულ მატჩში 2,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. თუმცა, აღნიშნული თამაშის სავალდებულო მოთხოვნა ძირითადი გუნდის ფეხბურთელებით თამაში იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward